შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური

მეორე მატჩში უმეტესად წინ „ტენერიფე“ იყო და თამაში ისე მიიყვანა ფინალამდე, გამარჯვებულის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია – 80:60.
შერმადინის სტატისტიკა: 28 წუთი, 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. სარგებლიანობა – 19. გიორგიმ 1-დან 1 საჯარიმო და 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ბრუნო ფიტიპალდო გახდა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა.
1/2-ფინალში „ტენერიფე“ „ვალენსია“-„გრან კანარიას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. სერიას „ვალენსია“ იგებს – 1:0.
gbf.ge
What's Your Reaction?






