შესაძლოა, უძველესმა მეტეორიტმა მზის სისტემის დროის გრაფიკი შეცვალოს
უძველესი მეტეორიტის ანალიზით გამოვლინდა, რომ შეიძლება ადრეული მზის სისტემის დროის გრაფიკის თავიდან განსაზღვრა დაგვჭირდეს. შესაძლოა, ამან პლანეტების ჩამოყალიბების არსებული მოდელებიც შეცვალოს. 2018 წელს ჩრდილოდასავლეთ აფრიკაში მცირე ზომის მეტეორიტი აღმოაჩინეს, რომელიც ამ წლის აგვისტოში მაროკოს ქალაქ აგადირში დამოუკიდებელ მკვლევარს მიჰყიდეს. ამის შემდეგ მეტეორიტი სხვა მეცნიერებმაც შეისწავლეს. მას Northwest Africa (NWA) 12264 დაარქვეს. ...

What's Your Reaction?






