შეხვედრა ბსუ-ში ენის დღესთან დაკავშირებით

ბათუმის შოთა რუსთველის უნივერსიტეტში , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე , ქართული ენის დღე მერი ცინცაძის მონოგრაფიის - „ იოანე სინელის „ კლემაქსის“ ქართული თარგმნები „ წარდგენით აღინიშნა. ნაშრომში თავმოყრილია „ კლემაქსის „ ანუ „ სათნოებათა კიბის „ ქართული თარგმნების კრიტიკული ტექსტები , ენობრივი ანალიზი და 1000- ზე მეტი სალექსიკონო ერთეული. მონოგრაფია ამ ტექსტის პირველი კრიტიკული კვლევაა , მერი ცინცაძემ მასზე მუშაობა 1960 იანი წლებიდან დაიწყო , თუმცა სარედაქციო სამუშაობის შესრულება ვერ მოასწრო , ნაშრომის საბოლო რედაქტირება ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალმა განახორციელა. ნაშრომი მიზნად ისახავს უნიკალური თარგმანების გაცოცხლებას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში , ბსუ ში ცნობილი ენათმეცნიერის , მერი ცინცაძის კაბინეტი გაიხსნა. მერი ცინცაძე 1999- 2004 წწ იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი , 2006 -2009 წლებში აირჩიეს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად , 2011 წლიდან კი - პროფესორად .

აპრ. 15, 2025 - 00:27
 0
შეხვედრა ბსუ-ში ენის დღესთან დაკავშირებით

ბათუმის შოთა რუსთველის უნივერსიტეტში , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე , ქართული ენის დღე მერი ცინცაძის მონოგრაფიის - „ იოანე სინელის „ კლემაქსის“ ქართული თარგმნები „ წარდგენით აღინიშნა.
ნაშრომში თავმოყრილია „ კლემაქსის „ ანუ „ სათნოებათა კიბის „ ქართული თარგმნების კრიტიკული ტექსტები , ენობრივი ანალიზი და 1000- ზე მეტი სალექსიკონო ერთეული. მონოგრაფია ამ ტექსტის პირველი კრიტიკული კვლევაა , მერი ცინცაძემ მასზე მუშაობა 1960 იანი წლებიდან დაიწყო , თუმცა სარედაქციო სამუშაობის შესრულება ვერ მოასწრო , ნაშრომის საბოლო რედაქტირება ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალმა განახორციელა.
ნაშრომი მიზნად ისახავს უნიკალური თარგმანების გაცოცხლებას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში , ბსუ ში ცნობილი ენათმეცნიერის , მერი ცინცაძის კაბინეტი გაიხსნა. მერი ცინცაძე 1999- 2004 წწ იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი , 2006 -2009 წლებში აირჩიეს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად , 2011 წლიდან კი - პროფესორად .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow