შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან
მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებზე დიასპორასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველყოს დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, გააძლიეროს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის და ხელი შეუწყოს თანამემამულეებს საკუთარი პოტენციალი - ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენონ საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის. სამინისტროს ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა მიზანია დიასპორის გაძლიერება.

მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებზე დიასპორასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველყოს დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, გააძლიეროს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის და ხელი შეუწყოს თანამემამულეებს საკუთარი პოტენციალი - ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენონ საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა მიზანია დიასპორის გაძლიერება.
What's Your Reaction?






