შინაგან საქმეთა მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.  "მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძე კლინიკაში მოთავსებულ პოლიციელებს გაესაუბრა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს. მიმდინარე წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან, თავდასხმა განხორციელდა.  მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, 5 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს",- წერია ინფორმაციაში. 

ივლ. 16, 2025 - 19:27
 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

"მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძე კლინიკაში მოთავსებულ პოლიციელებს გაესაუბრა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს.

მიმდინარე წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან, თავდასხმა განხორციელდა.  მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. 

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, 5 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს",- წერია ინფორმაციაში. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow