შოთა გლურჯიძე: ჩვენო შიგევროპიელებო – სანამ არ დაკეტილა ეს უვიზო და მადლიანი ევროპეას კარიბჭე, თავს უნდა უშველოთ და დროზე უნდა წახვიდეთ საკრალურ აღთქმულ მიწაზე… ჩვენ ბნელნი ამა ქვეყნისა, დავრჩებით აქ

“ჩვენო შიგევროპიელებო – სანამ არ დაკეტილა ეს უვიზო და მადლიანი ევროპეას კარიბჭე, თავს უნდა უშველოთ და დროზე უნდა წახვიდეთ საკრალურ აღთქმულ მიწაზე, სადაც არა არს ჭმუნვაი და სადაც ნათელნი, ფერადნი, ლამაზნი, მართალნი ბერბოკნი ბინადრობენ. ჩვენ ბნელნი ამა ქვეყნისა, ვისაც ისედაც არ შეგვესვლება ამ წმინდა სავანეში, დავრჩებით აქ, ამ გაუსაძლისი რეჟიმის დიქტატურაში, საყოველთაო კორუფციაში და უმძიმეს […]

აპრ. 19, 2025 - 23:27
 0
შოთა გლურჯიძე: ჩვენო შიგევროპიელებო – სანამ არ დაკეტილა ეს უვიზო და მადლიანი ევროპეას კარიბჭე, თავს უნდა უშველოთ და დროზე უნდა წახვიდეთ საკრალურ აღთქმულ მიწაზე…  ჩვენ ბნელნი ამა ქვეყნისა, დავრჩებით აქ
“ჩვენო შიგევროპიელებო –
სანამ არ დაკეტილა ეს უვიზო და მადლიანი ევროპეას კარიბჭე, თავს უნდა უშველოთ და დროზე უნდა წახვიდეთ საკრალურ აღთქმულ მიწაზე, სადაც არა არს ჭმუნვაი და სადაც ნათელნი, ფერადნი, ლამაზნი, მართალნი ბერბოკნი ბინადრობენ.
ჩვენ ბნელნი ამა ქვეყნისა, ვისაც ისედაც არ შეგვესვლება ამ წმინდა სავანეში, დავრჩებით აქ, ამ გაუსაძლისი რეჟიმის დიქტატურაში, საყოველთაო კორუფციაში და უმძიმეს პროპაგანდაში.
ალბათ ისევ ავღმართავთ ბელადის ძეგლებს, მოვიწვევთ ვიზიტით რაულ კასტროს, სერგეი გავრილოვს, ევო მორალესს, ნიკოლა მადუროს, აღვადგენთ პროლეტარიატის დიქტატურას და ხალხთა შორის ურყევ მეგობრობას. გავაუქმებთ კერძო საკუთრებას, მაკდონალდს, კოკა-კოლას და აღვადგენთ ლაღიძის წყლებს, პონჩიკებს, ჩებურეკებს, ჩიჟი-პიჟს და ენჟუ-პენჟუს.
ვიცხოვრებთ ასე, გაუსაძლის ოხანაშვილის ტერორში და ღამით, მოგუდულად, რადიო თავისუფლებაში, აან ამერიკის ხმაში (იმედია ამ დროისთვის თქვენს ნათელს რომ იხილავს, ტრამპი მოკვდება და აღდგება რადიოს მაუწყებლობა) მოვისმენთ სტეფანეს და ნინო ქათამაძის ეგზერსისებს, თუ მ არ ჩაახშო ნინო ქათამაძე ანრი ჯოხაძით.
მოკლედ – ჩვენ აქ, გულაგში ვეწამებით და თქვენ იქ, დემოკრატიაში გაიხარეთ!!!!
ჭირი აქა, ლხინი იქა, ქატო აქა, ფქვილი იქა!!!” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი შოთა გლურჯიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow