"შონს მარტივად დაამარცხებს, მაგრამ მთავარი გამოცდა მასთან ელოდება" - სეხუდო
ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ტიტულოსანი ჰენრი სეხუდომ ბოლო პოდკასტში ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა...

სეხუდოს შეფასებით, მერაბი შონ ო’მალისთან ბრძოლაში აშკარა უპირატესობით სარგებლობს:
„ვფიქრობ, დვალიშვილი ამ დაპირისპირებას მარტივად მოიგებს. მისი ჭიდაობის სტილი და შეუპოვრობა შონისთვის ძალიან რთული დასაძლევი იქნება,“ — განაცხადა სეხუდომ.
თუმცა, ჰენრი სეხუდო ყურადღებას სხვა მებრძოლზე ამახვილებს და თვლის, რომ სწორედ კორი სენდჰეგენთან დაპირისპირება იქნება მერაბისთვის ყველაზე რთული გამოწვევა:
„ყველამ დავინახეთ, რამდენად შთამბეჭდავი იყო კორი ფიგერედოს წინააღმდეგ. მისი ტექნიკა და მობილურობა სერიოზული სირთულე იქნება დვალიშვილისთვის. ვფიქრობ, სწორედ სენდჰეგენია ის, ვისთანაც მერაბს ყველაზე დიდი სირთულე ელოდება ამ წონით კატეგორიაში,“ — აღნიშნა სეხუდომ.
დვალიშვილის და შონ ომალის მნიშვნელოვანი ბრძოლა დაგეგმილია 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს) UFC 316-ის ფარგლებში.
What's Your Reaction?






