"შოუ დადგა და თამაში მარტომ დაატრიალა" - ავსტრიაში კიტეიშვილს აქებენ

ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი თამაში ავსტრიაში

აპრ. 16, 2025 - 17:26
 0
"შოუ დადგა და თამაში მარტომ დაატრიალა" - ავსტრიაში კიტეიშვილს აქებენ
ზალცბურგთან ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავ თამაშს ეხმაურება Skysportaustria, რომელის წერს, რომ აღნიშნული მატჩის მოგებაში ქართველმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში „შტურმმა“ „ზალცბურგი“ კიტეიშვილის დუბლის წყალობით 2:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 10 მოთამაშით იყო დარჩენილი. „ზალცბურგისთვის“ ეს ავსტრიის ბუნდესლიგაში ნოემბრის შემდეგ პირველი წაგება იყო და ახლა „შტურმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

კიტეიშვილმა თამაში შემოატრიალა. ჯერ პენალტი მოიპოვა და თავად დამაჯერებლად გამოიყენა. ამან „შტურმს“ იმპულსი შემატა. თუმცა ვიტრიხმა წითელი ბარათი მიიღო და გრაცელები 10 მოთამაშით დარჩნენ.

ამან ხელი არ შეუშალა „შტურმს“, რომელმაც კიტეიშვილის დახმარებით თამაშის შემოაბრუნა. ქართველმა მეორე ბურთი შორიდან მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ გაიტანა. „შტურმმა“ მარტის დასაწყისში 1:3 მარცხისთვის რევანში აიღო.

- წერს გამოცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow