“შსს ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული” – ახალი ტაქტიკა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ

მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის ახალი მეთოდით აჯარიმებენ. სოციალურ ქსელში აქციების მონაწილეები წერენ, რომ SMS-ის სახით მისდით შეტყობინებები, სადაც წერია, რომ “მანქანის არასწორად გაჩერებისთვის” დაჯარიმდნენ, თუმცა, შსს სავარაუდოდ შაბლონს იყენებს, რადგან ჯარიმა მისდით ადამიანებს, რომლებსაც მანქანა საერთოდ არ ჰყავთ: “დღეს მიღებული შეტყობინების მიხედვით, ჩემი სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით დაჯარიმდა ადმინისტრაციულის 174-ე მუხლით. ანუ ჩემმა ტრანსპორტმა, რომელიც […] The post “შსს ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული” – ახალი ტაქტიკა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ appeared first on .

აპრ. 23, 2025 - 15:27
 0
“შსს ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული” – ახალი ტაქტიკა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ

მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის ახალი მეთოდით აჯარიმებენ. სოციალურ ქსელში აქციების მონაწილეები წერენ, რომ SMS-ის სახით მისდით შეტყობინებები, სადაც წერია, რომ “მანქანის არასწორად გაჩერებისთვის” დაჯარიმდნენ, თუმცა, შსს სავარაუდოდ შაბლონს იყენებს, რადგან ჯარიმა მისდით ადამიანებს, რომლებსაც მანქანა საერთოდ არ ჰყავთ:

“დღეს მიღებული შეტყობინების მიხედვით, ჩემი სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით დაჯარიმდა ადმინისტრაციულის 174-ე მუხლით. ანუ ჩემმა ტრანსპორტმა, რომელიც არასდროს მყოლია, დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის წესი.
საპატრულოს ქოლ-ცენტრში მითხრეს, შეტყობინების პირველ წინადადებას ყურადღება არ მიაქციო, რუსთაველის გადაკეტვისთვის დაგაჯარიმესო. არც გზა გადამიკეტავს არასდროს. მსგავსი შეტყობინება მიუვიდა ბევრს. მათ შორის მათაც, ვისაც ჩემსავით არასდროს ჰყოლია სატრანსპორტო საშუალება და არც გზა გადაუკეტავს.” წერს სოციალურ ქსელში დათო სიმონია.

“მანქანის არასწორი გაჩერებისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმეს პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის და ქეთი ქერაშვილი:

“8 მარტს დავჯარიმდი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის, 5000 ლარით
P.S არ მყავს მანქანა”
– წერს ქერაშვილი.

ციფრული საკონცენტრაციო ბანაკი! – ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ტუმასიანი შსს-ს ტაქტიკას:

მეგობრებო, ეს მანქანის ჯარიმები არ არის.
ახლა გადაწყვიტეს დააჯარიმონ აქციის მონაწილეები 5000 ლარიანი ჯარიმით სმს-ით, ამისთვის იყენებენ მანქანის ჯარიმის შაბლონს. ამას აკეთებენ პოლიციელების მიერ ჯარიმის ჩაბარების ნაცვლად.
სრულად ციფრული გახადეს დაჯარიმების პროცესი, კამერა გაფიქსირებს, მესიჯით იღებ ჯარიმას, ელექტრონულად იხდი. ეს არის სწორედ ციფრული საკონცენტრაციო ბანაკი!
ხედავენ რომ 5000 ლარიანი ჯარიმები ამცირებს აქციის მონაწილეების რაოდენობას და ახლა მასშტაბს ზრდიან სმს დაჯარიმებით. ძვირფასო პოლიტიკოსებო, სამოქალაქო საზოგადოებავ, თავისუფალო ბიზნესო ფონდები რომ დააყადაღეს მაგის ალტერნატივა რატომ არ შექმენით? თქვენც გინდათ რომ დასრულდეს აქციები? თუ ამ საკითხის მოგვარება არ შეგიძლიათ, ქვეყნის მართვაზე ამბიცია როგორ გაქვთ?” წერს ტუმასიანი. 

იურისტი ნიკა სიმონიშვილი დაჯარიმებულებს სამართლებრივად ურჩევს:

“შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო.
დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამის შესახებ მესიჯი და მოკლე სამართლებრივ გზამკვლევს დაგიწერთ, რა უნდა გააკეთოთ.

შსს-ს მესიჯში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული ჯარიმა, თუმცა ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს შსს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული. შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს.
აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.
მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად. რა ვადაში და როგორ?

გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად. შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი
ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ.” წერს სიმონიშვილი( მთავარი არხი)

The post “შსს ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული” – ახალი ტაქტიკა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow