შსს-ს განცხადება ვაგზლის მოედანზე სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით

ვაგზლის მოედანზე საცხოვრებელი სახლის ჩამოშლასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს შსს: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო […] The post შსს-ს განცხადება ვაგზლის მოედანზე სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით appeared first on .

ივლ. 14, 2025 - 20:27
 0
შსს-ს განცხადება ვაგზლის მოედანზე სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით

ვაგზლის მოედანზე საცხოვრებელი სახლის ჩამოშლასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს შსს:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.“

ვაგზლის მოედანზე სახლი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

The post შსს-ს განცხადება ვაგზლის მოედანზე სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow