ჩაბი ალონსო რეალ მადრიდს მიუახლოვდა - ლევერკუზენი ხელის შეშლას არ აპირებს

რეალ მადრიდი აქტიურად მუშაობს კარლო ანჩელოტის შემცვლელად ჩაბი ალონსოს დანიშვნაზე...

აპრ. 20, 2025 - 17:56
 0
ჩაბი ალონსო რეალ მადრიდს მიუახლოვდა - ლევერკუზენი ხელის შეშლას არ აპირებს
რეალ მადრიდი აქტიურად მუშაობს კარლო ანჩელოტის შემცვლელად ჩაბი ალონსოს დანიშვნაზე.

ალონსო, რომელიც ამჟამად ლევერკუზენის თავკაცია, უკვე ერთ წელიწადზე მეტია ხელმძღვანელობასთან ღიად აფიქსირებს სურვილს, რომ რეალის ჩაბარება სურს. სწორედ ამიტომ, ლევერკუზენი არ აპირებს მისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას.

თავის მხრივ, ბრაზილია აქტიურად ცდილობს, კარლო ანჩელოტი ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშნოს. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მადრიდში რამდენიმე დღეა იმყოფებიან, რათა ანჩელოტის ბანაკს დაელაპარაკონ და პროცესი დააჩქარონ.

მათი მიზანია, რომ გარიგება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow