“ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა” – დავით დოიაშვილი განმარტავს რატომ ჩავიდა ჩინეთში

„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა – წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, – განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას. მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში. „კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ეს ერთი წელია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა ჩავედი, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი, ვარ თბილისში. ვალდებული ვარ, შევასრულო ეს კონტრაქტი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი … “ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა” – დავით დოიაშვილი განმარტავს რატომ ჩავიდა ჩინეთში Read More » The post “ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა” – დავით დოიაშვილი განმარტავს რატომ ჩავიდა ჩინეთში appeared first on elNews.ge.

მაი. 5, 2025 - 21:27
 0
“ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა” – დავით დოიაშვილი განმარტავს რატომ ჩავიდა ჩინეთში

„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა – წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, – განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.

მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში. „კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ეს ერთი წელია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა ჩავედი, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი, ვარ თბილისში. ვალდებული ვარ, შევასრულო ეს კონტრაქტი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი – „პიპოლს არტ სიეთრა“ არის როგორც რუსთაველის თეატრი, ისეა ბეიჯინგში. ჩავედი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არაა, ისევე, როგორც ერთ კვირაში გავემგზავრები. დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ, რა პრობლემაა! ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა. წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, – განაცხადა დოიაშვილმა. დავით დოიაშვილი თანამდებობიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა ვალდებულებას არ ასრულებდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.

The post “ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა” – დავით დოიაშვილი განმარტავს რატომ ჩავიდა ჩინეთში appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow