"ჩემი და "მთავარი არხის" თანაცხოვრება დასრულებულია..." - რას წერს თათია წოწონავა
"მთავარი არხის" ჟურნალისტმა, თათია წოწონავამ "მთავარი არხის" დაშლასთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:"მთავარი არხი" ჯერ შიდა საცდელ მაუწყებლობაზე იყო, როცა "მთავარის" მიკროფონით ნინო სამყურაშვილი და მე პირველ გადაღებაზე გავედით. უჩვეულო შეგრძნება იყო. "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ თავიდან უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი.ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის.დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა.ჩემი და "მთავარი არხის" თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა" - წერს თათია წოწონავა.

"მთავარი არხი" ჯერ შიდა საცდელ მაუწყებლობაზე იყო, როცა "მთავარის" მიკროფონით ნინო სამყურაშვილი და მე პირველ გადაღებაზე გავედით. უჩვეულო შეგრძნება იყო. "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ თავიდან უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი.
ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის.
დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა.
ჩემი და "მთავარი არხის" თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა" - წერს თათია წოწონავა.
What's Your Reaction?






