“ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ” – სოფო ნიკოლეიშვილი “იმედში” სპეც.რაზმის შეჭრაზე

„იმედის“ პროდიუსერი და ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი “წულუკიანის”  კომისიის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებს იხსენებს. „2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი „ტელეიმედში“, ვემზადებოდით პოლიტიკური თოქ-შოუსთვის – „ღია ეთერი“. მე ვიყავი ამ გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი. გვყავდა უამრავი, თუ არ ვცდები, 29 სტუმარი მოწვეული. მე პირადად ვიყავი მესამე სართულზე, იქ იყო ჩვენი ოთახი […] The post “ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ” – სოფო ნიკოლეიშვილი “იმედში” სპეც.რაზმის შეჭრაზე appeared first on .

მაი. 23, 2025 - 16:57
 0
“ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ” – სოფო ნიკოლეიშვილი “იმედში” სპეც.რაზმის შეჭრაზე

„იმედის“ პროდიუსერი და ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი “წულუკიანის”  კომისიის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებს იხსენებს.

„2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი „ტელეიმედში“, ვემზადებოდით პოლიტიკური თოქ-შოუსთვის – „ღია ეთერი“. მე ვიყავი ამ გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი. გვყავდა უამრავი, თუ არ ვცდები, 29 სტუმარი მოწვეული. მე პირადად ვიყავი მესამე სართულზე, იქ იყო ჩვენი ოთახი განთავსებული.

მთელი დღის განმავლობაში იყო ხმები, რომ შეიძლება, აქაც შემოვიდნენ. მას მერე, რაც რიყე დაარბიეს, თითქოს, უფრო რეალისტური გახდა ეს. უბრალოდ სხვათა შორის, ყოველი შემთხვევისთვის მანქანა გადავაყენე მოშორებით ტელევიზიიდან და შემდეგ დავბრუნდი. ეს იყო რაღაც ავტომატურად, ნამდვილად ვერ ვუშვებდით რეალურად, რომ გაბედავდნენ და ტელევიზიასაც დაესხმებოდნენ თავს. ზუსტად 20:40 საათი იყო, „ქრონიკა“ მიმდინარეობდა და დასასრულისკენ მოხდა ეს შემოჭრა. საშინელი ხმები ისმოდა.

ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ, რომ ეს არ იყო შემოსვლა, არც შემოჭრა – ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით. ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე – აპარატურას და რაც კი შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველა დააწვინეს ხელებით წინ, იატაკზე. შეანგრიეს საეთეროს კარები. მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა. ამას ეძებდნენ, საიდან [გაეთიშათ] და ამიტომ ყველაფერს ლეწავდნენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, „იმედის“ გასასვლელიდან რამდენიმე მეტრში ჩასაფრებული იყო სპეცრაზმი, რომელმაც გარეთ გასული თანამშრომლების დარბევა დაიწყო.

„ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. კინოსტუდიის მხრიდან „იმედის“ მხარდაჭერისთვის ხალხი იყო მოსული. იქაც მოხდა ცემა-ტყეპა ამ ხალხის სპეცრაზმელების მხრიდან. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ან ამ ხალხთან მივალთ ან სახლებში წავალთ. აბსოლუტურად ყველაფერი გვეგონა დასრულებული. არავითარი ნიშანი, რომ ეს დარბევა გაგრძელდებოდა, გარდა იმისა, რომ ტუსაღებივით ჩამოგვიყვანეს, ტუსაღებივით აგვყარეს ტელეფონები, რომ იქ რამე კადრი არ გაპარულიყო. ხმის ამოღება აგვიკრძალეს. მოწმენდილ ცაზე გეუბნებიან, რომ არავინ ხარ. გუშინ იყავი ჟურნალისტი?! დღეს არავინხარ. დღეს მე ვარ აქ, ჩემი ძალაუფლებაა აქ და როგორც კი ამას აღუდგები, შენ არ იარსებებ.

„იმედის“ გამოსასვლელიდან 200-300 მეტრში იყო სპეცრაზმი ჩაყენებული. იყვნენ ჩუმად და ჩვენ საკმაოდ მივუახლოვდით, რომ უცბად აინთო რაღაც, არ ვიცი რა იყო, ალბათ ფარები, ეს იყო შოკისმომგვრელი. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წამოვიდნენ ჩვენკენ. არ ვიცი, როგორ გადავრჩი, რომ თავში არ მომხვდა ხელკეტი. ეს იყო სამაგალითო დასჯა, რომ რამხელა შიში შეიძლება გაგიჩინონ, რომ არანაირი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არასდროს გაგიჩნდეს, იმიტომ, რომ შენ ხარ ჭიანჭველა ამ სახელმწიფოში. ასე, ფეხს დაგადგამენ და გაგსრესენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, მის მეუღლეს რეზინის ტყვიები ჰქონდა მოხვედრილი. ასევე, მხუთავი აირის გაშვების შედეგად, ისიც და მისი კოლეგებიც იყვნენ მოწამლულები. „შიშის დანერგვის სპეცოპერაცია იყო. მიკვირს ცოცხლები როგორ გადავრჩით“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

The post “ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ” – სოფო ნიკოლეიშვილი “იმედში” სპეც.რაზმის შეჭრაზე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow