„ჩემი მთავარი შემოსავალი სოცმედიაა, ჩემი მომსახურების ფასია 5-7 ათასი ლარი” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე საკ­მა­ოდ ვრცელ და პი­რად პოსტს აქ­ვეყ­ნებს. იგი ბო­დიშს იხ­დის “ძა­ლი­ან პი­რა­დი სტა­ტუ­სის­თვის”, თუმ­ცა იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ეს მის შე­სა­ხებ ბოლო გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დრო­ე­ბით მა­ინც. პოს­ტში ჟურ­ნა­ლის­ტი დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს სა­კუ­თარ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. იგი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ამ თე­მებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი და […] The post „ჩემი მთავარი შემოსავალი სოცმედიაა, ჩემი მომსახურების ფასია 5-7 ათასი ლარი” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი appeared first on .

მაი. 2, 2025 - 10:27
 0
„ჩემი მთავარი შემოსავალი სოცმედიაა, ჩემი მომსახურების ფასია 5-7 ათასი ლარი” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე საკ­მა­ოდ ვრცელ და პი­რად პოსტს აქ­ვეყ­ნებს. იგი ბო­დიშს იხ­დის “ძა­ლი­ან პი­რა­დი სტა­ტუ­სის­თვის”, თუმ­ცა იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ეს მის შე­სა­ხებ ბოლო გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დრო­ე­ბით მა­ინც.

პოს­ტში ჟურ­ნა­ლის­ტი დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს სა­კუ­თარ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. იგი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ამ თე­მებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი ეს გამჭვირ­ვა­ლო­ბა.
“კი­დევ ერთხელ დიდი ბო­დი­ში ძა­ლი­ან პი­რა­დი სტა­ტუ­სის­თვის, მაგ­რამ იმე­დია ბოლო სტა­ტუ­სია ჩემ­ზე, ნუ დრო­ე­ბით მა­ინც. გუ­შინ ვთქვი რომ ჩემს პი­რად ფი­ნან­სურ ან­გა­რიშს დავ­დებ­დი. პი­რო­ბა უნდა შე­ვას­რუ­ლო.

ჩემი ხელ­ფა­სია 10 ათა­სი ლარი. ამ ხელ­ფასს ვი­ღებ ჩემს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი სპონ­სო­რე­ბი­დან. მა­ში­ნაც კი როცა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, არ­ხის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი­დან ძა­ლი­ან ცოტა ხანი ვფი­ნანსდე­ბო­დი. პი­რი­ქით, რ2- ზე მუ­შა­ო­ბის დროს, ჩემს მიერ მო­პო­ვე­ბულ ფი­ნან­სურ რე­სურსს იქეთ ვუ­ყოფ­დი არხს. ( ეს იყო ფრო­დაქთე­ბის 50%)

ჩემი მთა­ვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჩემი სოც­მე­დი­აა.

თავს რომ ვი­წო­ნებ მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვე­ბით, ამ ყვე­ლა­ფერს მე ვყი­დი. ნამ­დვი­ლად მაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ბი­უ­ჯე­ტუ­რი პლატ­ფორ­მე­ბი. მყავს სტა­ბი­ლუ­რი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, მაქვს ერთჯე­რა­დი შეკ­ვე­თე­ბი. თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ი­დან მაქვს სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის დაკ­ვე­თა მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის ქო­ცე­ბის­გა­ნაც, კარ­გად იცი­ან ჩემი პლატ­ფორ­მე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა. იმე­დია ამ სტა­ტუს­ზე მათ კო­მენ­ტა­რებს წა­ვი­კი­თხავ.

წარ­მოდ­გე­ნა რომ გქონ­დეთ, ჩემი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სია 5 – 7 ათა­სი ლარი. რამ­დე­ნი შეკ­ვე­თა­ცაა თვე­ში, იმ­დენ­ჯერ უნდა გა­და­ამ­რავ­ლოთ ეს თან­ხა. სხვა ფასი აქვს ფე­ის­ბუ­ქით მომ­სა­ხუ­რე­ბას. რად­გან სი­ზუს­ტეს დაგ­პირ­დით 3 ათა­სი ლარი აქ მაქ­სი­მუ­მია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იცის სუს­მა. დიდი ხა­ნია ჩემი პი­რა­დი სა­ბან­კო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მათ მიერ კონ­ტროლ­დე­ბა. სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია ახლა ამის და­წე­რას მაგ­რამ პრო­პა­გან­დას უნდა ვუ­პა­სუ­ხო.

ჩემს შე­მო­სა­ვალს, ოჯა­ხის გარ­და ჰყავს მუდ­მი­ვი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი. 2 მო­ზარ­დი. ისი­ნი ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­დნენ. თით­ქმის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ასე­ვე, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი. შვი­ლე­ბის სწავ­ლა, ჩაც­მა, კვე­ბა. ამა­ზე მეტს მე არ დავ­წერ. ესეც ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ გა­მო­ვი­ტა­ნე სა­ჯა­როდ.

ჩემი და­ნა­ზო­გით 2019 წელს (მა­შინ ფონ­დი არ არ­სე­ბობ­და) ვი­ყი­დე მიწა კი­კეთ­ში, რო­მელ­საც ვყი­დი და თუ იყი­დით არ და­გი­ვი­წყებთ ამ სი­კე­თეს. კრე­დი­ტის და­ფარ­ვა მინ­და. ერთი წლის წინ, გა­დავ­წყვი­ტე მეც გა­მე­რის­კა და ამე­ღო კრე­დი­ტი (მძულს ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი) და ჩემი ოც­ნე­ბის სახ­ლი მე­ყი­და. ეს იქ­ნე­ბო­და ჩემი პირ­ვე­ლი დიდი შე­ნა­ძე­ნი ცხოვ­რე­ბა­ში, რაც და­მარ­წმუ­ნებ­და რომ უკვე ნამ­დვი­ლად დიდი გოგო ვარ.

სეს­ხი დავ­ტვირ­თე მა­რი­ა­მის ბი­ნით. ავი­ღე კრე­დი­ტი თი­ბი­სი­ში, ქვე­მოთ არის სა­ბუ­თი ბან­კი­დან. კრე­დი­ტის თან­ხა, 350 ათა­სი ევრო. დარ­ჩე­ნი­ლია 313 ათა­სი 20 წლი­ა­ნი. 6,5% სწო­რედ ამ კრე­დი­ტის თან­ხის ნა­წი­ლის გა­დახ­და მინ­და მი­წით, რო­მელ­საც ვყი­დი.

ერ­თა­დერ­თი სახ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე რო­მე­ლიც გა­მაჩ­ნია მდე­ბა­რე­ობს კიპრზე (კვიპ­როს­ზე), სა­დაც მშვი­დი ცხოვ­რე­ბის დროს 40 ევ­როდ დავფრი­ნავ­დი ყო­ველ ხუთ­შა­ბათს. ვჭამ­დი სას­წა­ულ ზღვის პრო­დუქ­ტებს 20 ევ­როდ და სულ მქონ­და მზე.
როცა ვამ­ბობ რომ არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი არ მაქვს სწო­რად ამას ვგუ­ლის­ხმობ. ერთი სული მაქვს ჩემი ოც­ნე­ბის სახ­ლში რო­დის გა­ვარ­დე­ბი და ვპა­ტი­ჟებ ყვე­ლა მე­დეგს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე იბ­რძვის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

ბან­კის ცნო­ბა ადას­ტუ­რებს რომ კრე­დი­ტით აღე­ბუ­ლი თან­ხა პირ­და­პირ გა­და­ი­რი­ცხა იმ ადა­მი­ან­თან, ვის­გა­ნაც სა­კუთ­რე­ბა შე­ვი­ძი­ნე. კი­დევ ერთხელ ბო­დი­ში ასე­თი პი­რა­დი სივ­რცის გა­მო­ფე­ნის­თვის, მაგ­რამ ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, პრო­პა­გან­დას ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ” – წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

The post „ჩემი მთავარი შემოსავალი სოცმედიაა, ჩემი მომსახურების ფასია 5-7 ათასი ლარი” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow