“ჩემი ნახატების მინიმალური ფასი 2000 ლარია...”- გაიცანით მხატვარი, რომლის ფერწერული პეიზაჟები სოცქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს
გიგი კაპანაძე, რომლის ფერწერული პეიზაჟები სოციალურ ქსელში ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს ambebi.ge-თან საკუთარი თავისა და შემოქმედების შესახებ საუბრობს.- დავიბადე ქალაქ ჭიათურაში, ბაღი და სკოლა თბილისში დავამთავრე, არდადეგებზე კი სოფელ ნავარძეთში ვატარებდი დროს, საკმაოდ ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, ხატვის ნიჭს და სიყვარულს მაშინვე ვგრძნობდი.საკმაოდ ბევრი ბავშვი იყო დღევანდელობასთან განსხვავებით, გაჯეტების არ ქონის გამო კი ბევრად ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო ყოველდღიურობა, ასევე ექსტრემალურიც რაც მე ძალიან მომწონდა დაზიანებების მიუხედავად. სოფელი ბებიისა და ბაბუის სიყვარულთან არის დაკავშირებული და ეს კავშირი ჩემს ცხოვრებაშიც მჭიდროდ არის. ბებიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, გარდა ბებიისა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც არის, მისი პორტრეტი ორჯერ დავხატე და ვფიქრობ, კიდევ დავხატავ. სამწუხაროდ როდესაც ბაბუა გარდაიცვალა საკმაოდ პატარა ვიყავი და მასთან დამეგობრება ისე ვერ გამოვიდა როგორც ბებიასთან.დის დაიწყეთ ხატვა?- ხატვა ადრეული ასაკიდან დავიწყე, 5 წლიდან. 13 წლის ასაკში მივებარე არაჩვეულებრივ მხატვარს, ქალბატონ ლალი ყაველაშვილს, რომელმაც შემასწავლა ხატვის საფუძვლები და ჩემს განვითარებაში დიდი წვრილი შეიტანა, შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. პირველ კურსზე ლექციებს დიდი მხატვარი ბატონი გივი თოიძე გვიტარებდა, რაც ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილება იყო, ასევე მინდა გამოვარჩიო რამდენიმე ლექტორი, გიორგი ჩაჩანიძე, გია ხუციშვილი და ვოვა დურული.გამოფენები თუ გქონდათ?- მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და რამდენიმე ჯგუფური გამოფენა თბილისში.ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართული პერსონალური გამოფენა საკმაოდ ემოციური იყო, არნახულად ბევრი ხალხი მოვიდა ნახატების სანახავად, ამ ხალხისგან კი საოცარი სითბო და პატივისცემა მოდიოდა რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია და მოტივაცია, რომ უკეთესი გავხდე. რაც შეეხება თბილისში გამართულ ჯგუფურ გამოფენებს, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო წინა თაობის მხატვრებთან ერთად მიმეღო მონაწილეობა საკმაოდ პრესტიჟულ გამოფენებზე.დღეს იმერეთზე სერიები გაქვთ, პირველად როდის დახატეთ იმერეთის თემა?- 15, 16 წლის ასაკში დავხატე პირველად იმერეთის თემატიკაზე, ეს იყო კაცხის სვეტი. ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ბავშვობაში სულ ზემოთაც ავედი. ჩემი სოფლიდან საკმაოდ ახლოს არის. შეუძლებელია ადამიანი ემოციების გარეშე დარჩეს, იქაურობას ღმერთის ხელი ეტყობა, საოცარია. სვეტის სიმაღლე 40 მეტრზე მეტია, იქ ასვლა მასზე მიმაგრებული კიბით არის შესაძლებელი. როდესაც პირველად ავედი 14 წლის ვიყავი, მიკვირს როგორ შევძელი, საკმაოდ რთული და ექსტრემალურია, მაგრამ ნამდვილად ღირდა რა საოცრებაც ვიხილე. ზემო იმერეთი ხელისგულივით ჩანდა.- რას იტყოდით დავით კაკაბაძის იმერეთის სერიებზე?- დავით კაკაბაძის იმერეთის სერიები ყველაზე გამორჩეული და საოცარი მანერით შესრულებულია. "იმერეთი-დედაჩემი" განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩემთვის.- დღეს ბევრი ადამიანია თქვენი ხელოვნებით აღფრთოვანებული. თქვენ რას იტყოდით?- რთულია ხელოვანმა საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბროს, ვფიქრობ ეს ხალხს უნდა მივანდოთ. ვცდილობ ნაკლები ვიფიქრო იმაზე რაც დავხატე და მეტი ვიფიქრო იმაზე, რასაც დავხატავ.რა არის თქვენი ნახატების ფასი?- ყველა ნახატს ინდივიდუალური ფასი აქვს, მინიმალური ფასი 2000 ლარიდან იწყება- სამომავლოდ კვლავაც იმერეთის თემატიკას გააგრძელებთ?- ვფიქრობ იმერეთი ჩემთვის ამოუწურავი თემაა, თუმცა ამასთან ერთად ბევრ სიახლეებს და სხვადასხვა ქართულ თემატიკას შევეხები.წყარო: ambebi.geნახეთ გიგი კაპანაძის ნამუშევრები:

- დავიბადე ქალაქ ჭიათურაში, ბაღი და სკოლა თბილისში დავამთავრე, არდადეგებზე კი სოფელ ნავარძეთში ვატარებდი დროს, საკმაოდ ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, ხატვის ნიჭს და სიყვარულს მაშინვე ვგრძნობდი.
საკმაოდ ბევრი ბავშვი იყო დღევანდელობასთან განსხვავებით, გაჯეტების არ ქონის გამო კი ბევრად ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო ყოველდღიურობა, ასევე ექსტრემალურიც რაც მე ძალიან მომწონდა დაზიანებების მიუხედავად. სოფელი ბებიისა და ბაბუის სიყვარულთან არის დაკავშირებული და ეს კავშირი ჩემს ცხოვრებაშიც მჭიდროდ არის. ბებიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, გარდა ბებიისა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც არის, მისი პორტრეტი ორჯერ დავხატე და ვფიქრობ, კიდევ დავხატავ. სამწუხაროდ როდესაც ბაბუა გარდაიცვალა საკმაოდ პატარა ვიყავი და მასთან დამეგობრება ისე ვერ გამოვიდა როგორც ბებიასთან.
დის დაიწყეთ ხატვა?
- ხატვა ადრეული ასაკიდან დავიწყე, 5 წლიდან. 13 წლის ასაკში მივებარე არაჩვეულებრივ მხატვარს, ქალბატონ ლალი ყაველაშვილს, რომელმაც შემასწავლა ხატვის საფუძვლები და ჩემს განვითარებაში დიდი წვრილი შეიტანა, შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. პირველ კურსზე ლექციებს დიდი მხატვარი ბატონი გივი თოიძე გვიტარებდა, რაც ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილება იყო, ასევე მინდა გამოვარჩიო რამდენიმე ლექტორი, გიორგი ჩაჩანიძე, გია ხუციშვილი და ვოვა დურული.
გამოფენები თუ გქონდათ?
- მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და რამდენიმე ჯგუფური გამოფენა თბილისში.ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართული პერსონალური გამოფენა საკმაოდ ემოციური იყო, არნახულად ბევრი ხალხი მოვიდა ნახატების სანახავად, ამ ხალხისგან კი საოცარი სითბო და პატივისცემა მოდიოდა რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია და მოტივაცია, რომ უკეთესი გავხდე. რაც შეეხება თბილისში გამართულ ჯგუფურ გამოფენებს, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო წინა თაობის მხატვრებთან ერთად მიმეღო მონაწილეობა საკმაოდ პრესტიჟულ გამოფენებზე.
დღეს იმერეთზე სერიები გაქვთ, პირველად როდის დახატეთ იმერეთის თემა?
- 15, 16 წლის ასაკში დავხატე პირველად იმერეთის თემატიკაზე, ეს იყო კაცხის სვეტი. ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ბავშვობაში სულ ზემოთაც ავედი. ჩემი სოფლიდან საკმაოდ ახლოს არის. შეუძლებელია ადამიანი ემოციების გარეშე დარჩეს, იქაურობას ღმერთის ხელი ეტყობა, საოცარია. სვეტის სიმაღლე 40 მეტრზე მეტია, იქ ასვლა მასზე მიმაგრებული კიბით არის შესაძლებელი. როდესაც პირველად ავედი 14 წლის ვიყავი, მიკვირს როგორ შევძელი, საკმაოდ რთული და ექსტრემალურია, მაგრამ ნამდვილად ღირდა რა საოცრებაც ვიხილე. ზემო იმერეთი ხელისგულივით ჩანდა.
- რას იტყოდით დავით კაკაბაძის იმერეთის სერიებზე?
- დავით კაკაბაძის იმერეთის სერიები ყველაზე გამორჩეული და საოცარი მანერით შესრულებულია. "იმერეთი-დედაჩემი" განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩემთვის.
- დღეს ბევრი ადამიანია თქვენი ხელოვნებით აღფრთოვანებული. თქვენ რას იტყოდით?
- რთულია ხელოვანმა საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბროს, ვფიქრობ ეს ხალხს უნდა მივანდოთ. ვცდილობ ნაკლები ვიფიქრო იმაზე რაც დავხატე და მეტი ვიფიქრო იმაზე, რასაც დავხატავ.
რა არის თქვენი ნახატების ფასი?
- ყველა ნახატს ინდივიდუალური ფასი აქვს, მინიმალური ფასი 2000 ლარიდან იწყება
- სამომავლოდ კვლავაც იმერეთის თემატიკას გააგრძელებთ?
- ვფიქრობ იმერეთი ჩემთვის ამოუწურავი თემაა, თუმცა ამასთან ერთად ბევრ სიახლეებს და სხვადასხვა ქართულ თემატიკას შევეხები.
წყარო: ambebi.ge
ნახეთ გიგი კაპანაძის ნამუშევრები:






What's Your Reaction?






