ჩემი რჩევაა, რომ საკუთარი თავი ძილით გაანებივრეთ – ვიტორია ჩერეტი

„Dolce & Gabbana-თან მუშაობა ჩემთვის, როგორც იტალიელისთვის, პატივი იყო, რადგან ეს ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც მხარი დამიჭირა, როდესაც 15 წლის ვიყავი. პირველი დიდი მოდის სახლი The post ჩემი რჩევაა, რომ საკუთარი თავი ძილით გაანებივრეთ – ვიტორია ჩერეტი appeared first on Fashiontime.

ივნ. 27, 2025 - 15:27
 0
ჩემი რჩევაა, რომ საკუთარი თავი ძილით გაანებივრეთ – ვიტორია ჩერეტი

„Dolce & Gabbana-თან მუშაობა ჩემთვის, როგორც იტალიელისთვის, პატივი იყო, რადგან ეს ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც მხარი დამიჭირა, როდესაც 15 წლის ვიყავი. პირველი დიდი მოდის სახლი იყო, რომელმაც ჩვენებებში მონაწილეობის შესაძლებლობა მომცა.“ – ამბობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი, 27 წლის ვიტორია ჩერეტი.

ვიტორია აღნიშნავს, რომ სახის კანის მოვლას დიდ ყურადღებას უთმობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ხშირად ფრენა უწევს და ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს:

„თვალის ნიღაბს, პაჩებს ხშირად ვიყენებ. ასევე, ვარდის წყლის სპრეის. ამ პროდუქტებს მაცივარში ვინახავ. ამიტომ, როცა სახლში მივდივარ, მაცივრიდან ვიღებ. უბრალოდ შესანიშნავი შეგრძნებაა. ეს სახისთვის ცივი შხაპის ძალიან პატარა ვერსიას ჰგავს.“ – აღნიშნავს მოდელი.

ვიტორია ჩერეტი ამბობს, რომ მაკიაჟის გაკეთება არ უყვარს და ყოველთვის უნდა, რაც შეიძლება სადად და ბუნებრივად გამოიყურებოდეს:

ვიტორია ჩერეტი საკუთარ თავზე ზრუნვის შესახებაც საუბრობს და ქალებს ურჩევს, რომ ძილს სათანადო დრო დაუთმონ:

„თვით-მოვლის დიდი ნაწილი დასვენება და საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფაა, თუნდაც ეს მხოლოდ 30 წუთიან ძილს ნიშნავდეს. ვფიქრობ, ეს თვით-მოვლის უდიდესი ნაწილია. ჩვენ ხომ ძალიან დატვირთული ცხოვრებით ვცხოვრობთ, უამრავი ფიქრი და საზრუნავი გვაქვს. ძილი მიყვარს. თუ ზაფხულში ვახშამი გვიანდება და მთელ დღეს პლაჟზე ვატარებ, ვიძინებ. ზამთარში, თუ შუადღე თავისუფალი მაქვს, ყოველთვის 30 წუთით ძილს ვირჩევ. ჩემი რჩევაა, რომ საკუთარი თავი ძილით გაანებივრეთ.“ – ამბობს მოდელი.

The post ჩემი რჩევაა, რომ საკუთარი თავი ძილით გაანებივრეთ – ვიტორია ჩერეტი appeared first on Fashiontime.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow