“ჩემი ძმა ცემით არის მოკლული... გაჩუმებას არ ვაპირებთ" - გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვს

გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლის ად­ვო­კა­ტი, მუხ­რან ღურწკა­ია ადას­ტუ­რებს.AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ძმას, შოთა გორ­გა­ძეს " სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს რომ აქვს ად­გი­ლი, ეს ფაქ­ტია. ჩემი ძმა ცე­მი­თაა მოკ­ლუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი რა გი­თხრათ... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წა­მე­ბა­ში პე­ნი­ტენ­ცი­უ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბად­რა­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ამას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის გარ­და ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებ­და. დას­კვნა­ში წე­რია, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის არე­ში ჰქონ­და, 27 მო­ტე­ხი­ლო­ბა.შე­ვე­ცა­დეთ მი­ზე­ზის გარ­კვე­ვას, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი... გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გა­და­ვარ­და და ასე მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბიო. პა­ტიმ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თუ არა ამა­ში, ვერ ვი­ტყვი, ბრალს ვე­რა­ვის დავ­დებ და ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებ, ამას პა­ტი­მა­რი ასე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვერ შე­ას­რუ­ლებ­და. პა­ტიმ­რებს ჩა­მო­არ­თვეს ჩვე­ნე­ბა და და­ა­წე­რი­ნეს, თით­ქოს იო­სე­ბი გად­მო­ვარ­და, და­ე­ცა და თავი გა­ი­ტე­ხა. სწო­რედ მო­ტი­ვია ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი, რა­ტომ, რის გამო... ახა­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, როცა სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ და 3 თვე­ზე მე­ტია კო­მა­შია. იო­სე­ბი ჩემი უმ­ცრო­სი ძმაა, ცოლ-შვი­ლი­ა­ნი, ოჯა­ხი ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რობს.ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვე­ბი მაქვს, რა თქმა უნდა და გა­ჩუ­მე­ბას არ ვა­პი­რებთ, მო­ვი­თხოვ ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას. ახლა ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, სხვა ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ.. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დას­კვნა­ში ტვი­ნის ინ­სულ­ტი და­უ­წე­რა, "ვი­ვა­მედ­მა“ კი ეს უარ­ყო და და­წე­რა, რაც იო­სებს სჭირ­და - მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი თა­ვის არე­ში. ყვე­ლა­ფე­რი მათი სცე­ნა­რით ხომ არ ჩა­ივ­ლის, ადა­მი­ა­ნე­ბიც ხომ არ­სე­ბო­ბენ, ვინც იტყვის სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და.ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ბნე­ლი­თაა მო­ცუ­ლი, მაგ­რამ ხომ არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, ვი­ღა­ცამ კარი გა­მო­ა­ღოს და ნა­თელ­ში გა­მო­ვი­დეს. ძა­ლი­ან ბნე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ასე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­შიც არ ექ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნებს - ადა­მი­ა­ნის ასე­თი წა­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს თუ შე­უძ­ლია, არ ვიცი, ღმერ­თი დი­დია და სა­მარ­თა­ლი იზე­ი­მებს. ყვე­ლა­ფე­რი და­მა­კარ­გვი­ნეს რწმე­ნის გარ­და, ერ­თა­დერ­თი, რწმე­ნა დამ­რჩა და იმას ვერ და­მა­კარ­გვი­ნე­ბენ, რწმე­ნის და ღმერ­თის იმე­დად ვარ, ალ­ბათ სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა.მეტი რა გი­თხრათ, ამ­წუ­თას ვას­ვე­ნებ ჩემს ძმას სახ­ლში და არაფ­რის თავი არ მაქვს. დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის".- ამბობს გარდაცვლილის ძმა.წყარო: ambebi.ge

მაი. 5, 2025 - 17:27
 0
“ჩემი ძმა ცემით არის მოკლული... გაჩუმებას არ ვაპირებთ" - გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვს
გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლის ად­ვო­კა­ტი, მუხ­რან ღურწკა­ია ადას­ტუ­რებს.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ძმას, შოთა გორ­გა­ძეს

" სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს რომ აქვს ად­გი­ლი, ეს ფაქ­ტია. ჩემი ძმა ცე­მი­თაა მოკ­ლუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი რა გი­თხრათ... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წა­მე­ბა­ში პე­ნი­ტენ­ცი­უ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბად­რა­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ამას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის გარ­და ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებ­და. დას­კვნა­ში წე­რია, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის არე­ში ჰქონ­და, 27 მო­ტე­ხი­ლო­ბა.

შე­ვე­ცა­დეთ მი­ზე­ზის გარ­კვე­ვას, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი... გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გა­და­ვარ­და და ასე მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბიო. პა­ტიმ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თუ არა ამა­ში, ვერ ვი­ტყვი, ბრალს ვე­რა­ვის დავ­დებ და ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებ, ამას პა­ტი­მა­რი ასე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვერ შე­ას­რუ­ლებ­და. პა­ტიმ­რებს ჩა­მო­არ­თვეს ჩვე­ნე­ბა და და­ა­წე­რი­ნეს, თით­ქოს იო­სე­ბი გად­მო­ვარ­და, და­ე­ცა და თავი გა­ი­ტე­ხა. სწო­რედ მო­ტი­ვია ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი, რა­ტომ, რის გამო... ახა­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, როცა სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ და 3 თვე­ზე მე­ტია კო­მა­შია. იო­სე­ბი ჩემი უმ­ცრო­სი ძმაა, ცოლ-შვი­ლი­ა­ნი, ოჯა­ხი ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რობს.

ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვე­ბი მაქვს, რა თქმა უნდა და გა­ჩუ­მე­ბას არ ვა­პი­რებთ, მო­ვი­თხოვ ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას. ახლა ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, სხვა ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ.. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დას­კვნა­ში ტვი­ნის ინ­სულ­ტი და­უ­წე­რა, "ვი­ვა­მედ­მა“ კი ეს უარ­ყო და და­წე­რა, რაც იო­სებს სჭირ­და - მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი თა­ვის არე­ში. ყვე­ლა­ფე­რი მათი სცე­ნა­რით ხომ არ ჩა­ივ­ლის, ადა­მი­ა­ნე­ბიც ხომ არ­სე­ბო­ბენ, ვინც იტყვის სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ბნე­ლი­თაა მო­ცუ­ლი, მაგ­რამ ხომ არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, ვი­ღა­ცამ კარი გა­მო­ა­ღოს და ნა­თელ­ში გა­მო­ვი­დეს. ძა­ლი­ან ბნე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ასე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­შიც არ ექ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნებს - ადა­მი­ა­ნის ასე­თი წა­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს თუ შე­უძ­ლია, არ ვიცი, ღმერ­თი დი­დია და სა­მარ­თა­ლი იზე­ი­მებს. ყვე­ლა­ფე­რი და­მა­კარ­გვი­ნეს რწმე­ნის გარ­და, ერ­თა­დერ­თი, რწმე­ნა დამ­რჩა და იმას ვერ და­მა­კარ­გვი­ნე­ბენ, რწმე­ნის და ღმერ­თის იმე­დად ვარ, ალ­ბათ სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა.

მეტი რა გი­თხრათ, ამ­წუ­თას ვას­ვე­ნებ ჩემს ძმას სახ­ლში და არაფ­რის თავი არ მაქვს. დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის".- ამბობს გარდაცვლილის ძმა.

წყარო: ambebi.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow