“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას
სააგენტო "პარალელი" “ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას აძლევს მთავრობის ყოფილ მეთაურს, შს ყოფილ მინისტრს, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით: “რაც შეეხება გახარიას ე.წ. კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხს: ხელისუფლების გათვლა გასაგებია – თუ გახარია კომისიაზე არ მივა, ეცდებიან მთლიანად “შეტენონ” მას პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და თვითონ ხელები დაიბანონ. თუ მივა და […] “ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას აძლევს მთავრობის ყოფილ მეთაურს, შს ყოფილ მინისტრს, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით:
“რაც შეეხება გახარიას ე.წ. კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხს:
ხელისუფლების გათვლა გასაგებია – თუ გახარია კომისიაზე არ მივა, ეცდებიან მთლიანად “შეტენონ” მას პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და თვითონ ხელები დაიბანონ.
თუ მივა და დაიცავს თავის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ ჩამოაგდებენ შუღლს ოპოზიციაში.
ამიტომ, ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება:
მიუხედავად იმისა, რომ გახარია არ ცნობს აღნიშნული თავყრილობის ლეგიტიმურობას, რადგან 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაციის უკმარისობის გრძნობა, ის საზოგადოების პატივისცემის ნიშნად მზად არის, რომ თუნდაც ამ ფორმატში სიცხადე შევიდეს საკითხში, იმ პირობით, თუ იგივე სხდომაზე მოწვეული იქნებიან გომელაური, იმ დღეს მოქმედი სხვა აქტორები და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, არა იმდენად გახარიასთან, არამედ სპეცსამსახურებთან და სპეც.დანიშნულების ძალებთან მიმართებაში.
თუ მათ კომისია არ მოიწვევს, ან ისინი უარს განაცხადებენ მონაწილეობაზე, მაშინ გახარია უაზრო სპექტაკლში და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს“, – წერს გია ხუხასვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას
პარალელი
What's Your Reaction?






