“ჩემს თავს ვუთხარი: რისთვის ჩამოვედი აქ?” - რას იხსენებს ხვიჩა კვარაცხელია

ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ისტორია:“17 წლის ვიყავი მოსკოვში წასვლა რომ მომიწია. ძალიან ახალგაზრდა დავრჩი მარტო საკუთარი თავის იმედად. ჩემი მშობლებიც ძალიან ნერვიულობდნენ მარტო რომ გამიშვეს, მამაჩემი ზედმეტად წუხდა და რა თქმა უნდა ჩემთვისაც რთული იყო ოჯახის დატოვება. როდესაც ვარჯიში დავიწყე ჩემს თავს ვუთხარი: რისთვის ჩამოვედი აქ? ჩემი გვარი მაისურზე მაწერია უკან და ჩემი ოჯახი ჩემს გვერდითაა, მარტო არ ვარ და მე უფლება არ მაქვს იმედი გავუცრუო მათ. ჩემმა ოჯახმა ჩემით უნდა იამაყოს იმდენს შევძლებ. ჩემს თავს დავპირდი რომ არ გავჩერდებოდი და ბევრს ვიშრომებდი წარმატების მისაღწევად. იქ ერთი ქართველი სოლომონ კვერკველია დამხვდა, რომელმაც ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში. ზოგჯერ რესტორანშიც ერთად დავდიოდით. მწვრთნელიც ძალიან კარგი შემხვდა მას ვუყვარდი და სათამაშო დროსაც მაძლევდა, მას უდიდეს პატივს ვცემდი, სწორედ მის ხელში გავიზარდე ფიზიკურად, მენტალურად და ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება. მაგრამ ყველაფრიდან გამომდინარე მაინც მარტოსული ვიყავი, ვცხოვრობდი სამწვრთნელო ბაზაზე. არ მყავდა მეგობრები, მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით ღამე იქ. სხვა ფეხბურთელები კი საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ. იქ მარტო მიწევდა ჭამა, ჩვენი ბაზა ქალაქისგან მოშორებით და ცოტა საშიში ადგილი იყო, გარეთ ძაღლები და გარეული ცხოველები დახეტიალობდნენ ასე რომ ბაზას ვერ ვტოვებდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ ვარ არასოდეს გასული. ღამე განათებას თიშავდნენ სამწვრთნელო მოედანზე. ხანდახან როდესაც სავარჯიშოდ გავდიოდი ფაქტიურად ღამე იყო, მაგრამ მაინც მარტო ვვარჯიშობდი დამატებით. ზოგჯერ დაცვის ბიჭები შეშინებულები გამოვარდებოდნენ და ყვიროდნენ: ჰეი! ამ შუაღამით ვინ დარბის მოედანზე? - მე ვარ ხვიჩა” - იხსენებს ხვიჩა კვარაცხელია.

აპრ. 12, 2025 - 22:57
 0
“ჩემს თავს ვუთხარი: რისთვის ჩამოვედი აქ?” - რას იხსენებს ხვიჩა კვარაცხელია
ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ისტორია:

“17 წლის ვიყავი მოსკოვში წასვლა რომ მომიწია. ძალიან ახალგაზრდა დავრჩი მარტო საკუთარი თავის იმედად. ჩემი მშობლებიც ძალიან ნერვიულობდნენ მარტო რომ გამიშვეს, მამაჩემი ზედმეტად წუხდა და რა თქმა უნდა ჩემთვისაც რთული იყო ოჯახის დატოვება.

როდესაც ვარჯიში დავიწყე ჩემს თავს ვუთხარი: რისთვის ჩამოვედი აქ? ჩემი გვარი მაისურზე მაწერია უკან და ჩემი ოჯახი ჩემს გვერდითაა, მარტო არ ვარ და მე უფლება არ მაქვს იმედი გავუცრუო მათ. ჩემმა ოჯახმა ჩემით უნდა იამაყოს იმდენს შევძლებ.
ჩემს თავს დავპირდი რომ არ გავჩერდებოდი და ბევრს ვიშრომებდი წარმატების მისაღწევად.

იქ ერთი ქართველი სოლომონ კვერკველია დამხვდა, რომელმაც ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში. ზოგჯერ რესტორანშიც ერთად დავდიოდით. მწვრთნელიც ძალიან კარგი შემხვდა მას ვუყვარდი და სათამაშო დროსაც მაძლევდა, მას უდიდეს პატივს ვცემდი, სწორედ მის ხელში გავიზარდე ფიზიკურად, მენტალურად და ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება.
მაგრამ ყველაფრიდან გამომდინარე მაინც მარტოსული ვიყავი, ვცხოვრობდი სამწვრთნელო ბაზაზე. არ მყავდა მეგობრები, მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით ღამე იქ. სხვა ფეხბურთელები კი საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ. იქ მარტო მიწევდა ჭამა, ჩვენი ბაზა ქალაქისგან მოშორებით და ცოტა საშიში ადგილი იყო, გარეთ ძაღლები და გარეული ცხოველები დახეტიალობდნენ ასე რომ ბაზას ვერ ვტოვებდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ ვარ არასოდეს გასული.
ღამე განათებას თიშავდნენ სამწვრთნელო მოედანზე. ხანდახან როდესაც სავარჯიშოდ გავდიოდი ფაქტიურად ღამე იყო, მაგრამ მაინც მარტო ვვარჯიშობდი დამატებით. ზოგჯერ დაცვის ბიჭები შეშინებულები გამოვარდებოდნენ და ყვიროდნენ: ჰეი! ამ შუაღამით ვინ დარბის მოედანზე? - მე ვარ ხვიჩა” - იხსენებს ხვიჩა კვარაცხელია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow