“ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ…” – კობახიძე ამბობს, რომ წულუკიანის “ზუსტ ნათქვამს აზუსტებს”

ამჯერად, ირაკლი კობახიძე საუბრობს ქართველ გმირზე, ანწუხელიძეზე, რუსთავი 2–თან. მან თეა წულუკიანის “ზუსტი განცხადება ჩააზუსტა”, როგორც განაცხადა და თქვა, რომ ეს არ იყო პიარი, თუმცა, იქვე, რამდენად სასტიკი რამ თქვა, მკითხველმა განსაჯოს. კობახიძე ამბობს, რომ თეა წულუკიანის განცხადება არის ზუსტი, მაგრამ დასაზუსტებელი, – ზუსტი როგორ უნდა იყოს დასაზუსტებელი, ეგ კი გაუგებარია, მაგრამ ალბათ, კობახიძისთვის ასეა. […] The post “ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ…” – კობახიძე ამბობს, რომ წულუკიანის “ზუსტ ნათქვამს აზუსტებს” appeared first on .

აპრ. 17, 2025 - 01:57
 0
“ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ…” – კობახიძე ამბობს, რომ წულუკიანის “ზუსტ ნათქვამს აზუსტებს”

ამჯერად, ირაკლი კობახიძე საუბრობს ქართველ გმირზე, ანწუხელიძეზე, რუსთავი 2–თან. მან თეა წულუკიანის “ზუსტი განცხადება ჩააზუსტა”, როგორც განაცხადა და თქვა, რომ ეს არ იყო პიარი, თუმცა, იქვე, რამდენად სასტიკი რამ თქვა, მკითხველმა განსაჯოს. კობახიძე ამბობს, რომ თეა წულუკიანის განცხადება არის ზუსტი, მაგრამ დასაზუსტებელი, – ზუსტი როგორ უნდა იყოს დასაზუსტებელი, ეგ კი გაუგებარია, მაგრამ ალბათ, კობახიძისთვის ასეა.

“ჩვენ რომ ჩავიდინოთ იგივე ღალატი ხვალ, რამდენიმე ასეული გმირი ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ჯარი იმისთვის არის, რომ იომოს, ჯარი ვერ შეხედავს, ეს ღალატია, თუ ავანტიურა. ჯარი იღებს ბრძანებას და იცავს სამშობლოს და ეს გააკეთეს გიორგი ანწუხელიძემ და სხვა ჯარისკაცებმაც. მათ სამშობლო დაიცვეს, 7 აგვისტოს ღამიდან, იქამდე, სადამდეც გრძელდებოდა ომი. ისინი სამშობლოს იცავდნენ. 400-ზე მეტი ადამიანი, სამხედრო და სამოქალაქო პირები შეეწირნენ ამ ომს. ის ღალატი, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, არაფრით, ოდნავადაც არ აკნინებს და ვერ დააკნინებს იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედროებმა. აქაც გასარჩევი არაფერი არ არის.

რაც თქვა თეა წულუკიანმა, არის აბსოლუტურად ზუსტი – ოღონდ, ერთ რამეს დავაზუსტებდი – ეს არ იყო პიარი, აგენტურის ღალატს შეეწირნენ ჩვენი გმირები და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ჩვენ მომავალში და სწორედ ამიტომ ვიცავთ კბილებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ არ გვჭირდება ახალი გმირების გაჩენა. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ, იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე. ჩვენ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ასეთი ფორმით გმირები გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს გმირებს სჭირდებათ სიცოცხლე, საკუთარ ოჯახებთან ყოფნა და ოჯახებს სჭირდებათ საკუთარი გმირი ოჯახის წევრების ყოფნა მათთან ერთად“

,, სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე– ომი რუსეთმა დაიწყო!!!” – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

The post “ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ…” – კობახიძე ამბობს, რომ წულუკიანის “ზუსტ ნათქვამს აზუსტებს” appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow