„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ”, ეს მენტალიტეტი „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს - პეტერ ფიშერი
ადამიანური ემპათიაა, შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ეწინააღმდეგება დემოკრატიას. „ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს – „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს. „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ხდება. ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას“ ილუზიად აქცევს“, – დაწერა პეტერ ფიშერმა. რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა. პეტერ ფიშერის მიერ ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის მონახულებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია. ეს გერმანელებსაც ეხება“.

ადამიანური ემპათიაა, შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ეწინააღმდეგება დემოკრატიას.
„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს – „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს. „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ხდება. ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას“ ილუზიად აქცევს“, – დაწერა პეტერ ფიშერმა.
რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.
პეტერ ფიშერის მიერ ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის მონახულებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია. ეს გერმანელებსაც ეხება“.
What's Your Reaction?






