“ჩვენთვის ყველა პერსპექტივა ჩაკეტილია და პირიქით, დანაკარგებში გავალთ” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: გუშინდელის შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იმდენად მიმზიდველი ხდება, შეუძლებელია ეს ცუდი იყოს ვინმესთვის ამ რეგიონში გარდა რუსეთისა და ირანისა, რომლებიც გააძევეს. თუმცა, სანამ საქართველო რუსეთის პირდაპირი გავლენის ქვეშ რჩება და აქ ქოცი მართავს, ჩვენთვის ყველა პერსპექტივა ჩაკეტილია და პირიქით, დანაკარგებში გავალთ. რეგიონის სტაბილურობა და აქ დასავლეთის პირდაპირი გავლენა ისეთ მიზიდულობას გააჩენს იდეაში, […] The post “ჩვენთვის ყველა პერსპექტივა ჩაკეტილია და პირიქით, დანაკარგებში გავალთ” – ჯანგირაშვილი appeared first on .

აგვ. 10, 2025 - 01:57
 0
“ჩვენთვის ყველა პერსპექტივა ჩაკეტილია და პირიქით, დანაკარგებში გავალთ” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

გუშინდელის შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იმდენად მიმზიდველი ხდება, შეუძლებელია ეს ცუდი იყოს ვინმესთვის ამ რეგიონში გარდა რუსეთისა და ირანისა, რომლებიც გააძევეს. თუმცა, სანამ საქართველო რუსეთის პირდაპირი გავლენის ქვეშ რჩება და აქ ქოცი მართავს, ჩვენთვის ყველა პერსპექტივა ჩაკეტილია და პირიქით, დანაკარგებში გავალთ. რეგიონის სტაბილურობა და აქ დასავლეთის პირდაპირი გავლენა ისეთ მიზიდულობას გააჩენს იდეაში, ტვირთები ყველას ეყოფა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას წესით დიდი არაფერი უნდა ემუქრებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ დაემუქრება, სანამ აქ ქოცი მართავს. ახალი, სტაბილური და ეკონომიკურად წარმატებული სამხრეთ კავკასიის პროექტი დასავლური პროექტია, რომელთანაც ივანიშვილის ბანდას ომი აქვს გამოცხადებული. შუა დერეფანიც ჯერ მაინც დიდწილად ჰიპოთეტური პროექტია, სანამ აქ ინვესტიციები არ ჩაიდება და მართლაც ყველა მხრივ თავსებადი არ იქნება მის მთავარ აქტორთან და ბენეფიციართან – ევროკავშირთან. ამ ყველაფერში, ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის გასამართად და ევროპულ სატრანსპორტო ქსელთან თავსებადობის გასაზრდელად დიდწილად სწორედ ევროპული ფული უნდა ჩადებულიყო, რომელსაც ქოცმა ომი გამოუცხადა, აშანტაჟა, დედა აგინა და აქედან გააგდო. იფიქრა მაინც შემეხვეწებიანო და ჰოი საოცრებავ, აღარ შეეხვეწნენ. არავინ ქოცთან საქმეს არ დაიჭერს, სანამ ქოცია აქ არავინ არაფერს ჩადებს და ყველა რეგიონული პროექტი გვერდს აგვივლის. “ბუკვალურად” ყოველდღე გავუშვებთ ახალ შესაძლებლობებს, ვიქნებით რუსეთის პატარა შანტაჟისტი პროვოკატორი რეგიონში და მერე უკვე ღმერთმა იცის რას მოვიწევთ. ამიტომ ჩვენი მოტივაცია, რომ ეს ჯოჯოები სასწრაფოდ მოვიშოროთ ასმაგდება.

The post “ჩვენთვის ყველა პერსპექტივა ჩაკეტილია და პირიქით, დანაკარგებში გავალთ” – ჯანგირაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow