ჩვენი ამოცანაა მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება - პრემიერი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, საბოლოო მიზანია, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპლექსური მიდგომით და გარდა სახელმწიფო ფინანსებისა, საჭიროა ინვესტორების წახალისება, ვინაიდან სპორტის მიმართ დაინტერესება დიდია. „გვსურს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე, გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია, როგორც საფეხბურთო და სარაგბო მოედნებზე, ასევე მცირე და საშუალო ზომის სტადიონებზე. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ. საუბარია როგორც ფეხბურთისთვის, ისე რაგბისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზე.   ასევე, ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა – მზად ვართ, სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. გვინდა, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ისე კერძო ინვესტირების მოზიდვას, იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს მიწოდება,“ - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. „ვმუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე, რომელიც დაანონსდა გასულ წელს. ეს იქნება ახალი, 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება ასევე გათვლილი ფეხბურთზე და რაგბზე. გარდა ამისა, ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონფერენციო ცენტრი და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე. მულტიფუნქციური იქნება თავისი დატვირთვით ეს ინფრასტრუქტურა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მანამდე საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს და საზოგადოების მხრიდან მოწონების შემდეგ შევუდგებით შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.    

ივნ. 27, 2025 - 14:27
 0
ჩვენი ამოცანაა მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება - პრემიერი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, საბოლოო მიზანია, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპლექსური მიდგომით და გარდა სახელმწიფო ფინანსებისა, საჭიროა ინვესტორების წახალისება, ვინაიდან სპორტის მიმართ დაინტერესება დიდია.

„გვსურს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე, გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია, როგორც საფეხბურთო და სარაგბო მოედნებზე, ასევე მცირე და საშუალო ზომის სტადიონებზე. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ. საუბარია როგორც ფეხბურთისთვის, ისე რაგბისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზე.

 

ასევე, ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა – მზად ვართ, სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. გვინდა, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ისე კერძო ინვესტირების მოზიდვას, იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს მიწოდება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

„ვმუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე, რომელიც დაანონსდა გასულ წელს. ეს იქნება ახალი, 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება ასევე გათვლილი ფეხბურთზე და რაგბზე. გარდა ამისა, ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონფერენციო ცენტრი და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე. მულტიფუნქციური იქნება თავისი დატვირთვით ეს ინფრასტრუქტურა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მანამდე საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს და საზოგადოების მხრიდან მოწონების შემდეგ შევუდგებით შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow