ჩვენი მიზანი იყო ურანის განადგურება, და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის განადგურებულია – ვენსი

აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანს აღარ დარჩა უნარი ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ამის შესახებ The Guardian  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე დაყრდნობით წერს. “ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის ფლობასთან. ახლა კი, მას აღარ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა არსებული ტექნოლოგიით, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ”, — განაცხადა ვენსმა. ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე […] The post ჩვენი მიზანი იყო ურანის განადგურება, და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის განადგურებულია – ვენსი appeared first on .

ივნ. 24, 2025 - 10:57
 0
ჩვენი მიზანი იყო ურანის განადგურება, და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის განადგურებულია – ვენსი

აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანს აღარ დარჩა უნარი ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ამის შესახებ The Guardian  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე დაყრდნობით წერს.

“ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის ფლობასთან. ახლა კი, მას აღარ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა არსებული ტექნოლოგიით, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ”, — განაცხადა ვენსმა.

ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე — ირანის გამამდირებელ ურანზე. როცა მას ჰკითხეს, იცის თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სად მდებარეობს აღნიშნული ურანი, ვენსმა უპასუხა, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის:

“ჩვენი მიზანი იყო ურანის განადგურება, და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის განადგურებულია. მიზანი იყო გამდიდრების შეწყვეტა და მათი შესაძლებლობის ჩამოშლა, რომ ეს გამდიდრებული მასალა ბირთვულ იარაღად გადაექციათ. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია”, — განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

23 ივნისს ირანმა რამდენიმე რაკეტა გაუშვა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ეს იყო პასუხი აშშ-ის დარტყმებზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

მედიის ცნობით, ირანმა ყატარი წინასწარ გააფრთხილა მოსალოდნელ იერიშებზე ამერიკულ ავიაბაზებზე, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე დაეყვანათ. ასევე, ირანმა აშშ-ს რამდენიმე საათით ადრე, ორი დიპლომატიური არხის მეშვეობით, მოსალოდნელი დარტყმების შესახებ შეტყობინა.

The post ჩვენი მიზანი იყო ურანის განადგურება, და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის განადგურებულია – ვენსი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow