“ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ?“ – ნიკოლ ფაშინიანი

“მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს პრობ­ლე­მე­ბი ღმერ­თთან აქვთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი ჩემ­თან ჰქონ­დეთ? “- ასე უპა­სუ­ხა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვას. „იმის შე­სა­ხებ, მაქვს თუ არა პრობ­ლე­მე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან, ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აქვთ თუ არა პრობ­ლე­მე­ბი ჩემ­თან : მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს პრობ­ლე­მე­ბი ღმერ­თთან აქვთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა […] The post “ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ?“ – ნიკოლ ფაშინიანი appeared first on .

ივნ. 29, 2025 - 17:27
 0
“ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ?“ – ნიკოლ ფაშინიანი

“მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს პრობ­ლე­მე­ბი ღმერ­თთან აქვთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი ჩემ­თან ჰქონ­დეთ? “- ასე უპა­სუ­ხა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვას.

„იმის შე­სა­ხებ, მაქვს თუ არა პრობ­ლე­მე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან, ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აქვთ თუ არა პრობ­ლე­მე­ბი ჩემ­თან : მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს პრობ­ლე­მე­ბი ღმერ­თთან აქვთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თან პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეთ?“, – აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

მისი თქმით, მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნაზვნო­ბის აღ­თქმას დე­ბენ, დე­ბენ ფიცს, აღ­თქმას, რომ მათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ ექ­ნე­ბათ.
„ფრა­ზა „კა­თო­ლი­კო­სის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა“ აბ­სურ­დუ­ლია. თუ ვინ­მეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს, მა­შინ ის კა­თო­ლი­კო­სი არ არის“, – აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

მისი თქმით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მი­ა­წო­და.
„სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი, მათი ქმე­დე­ბე­ბის გამო, ოპე­რა­ტი­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ. ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნოა და ყო­ველ­დღი­უ­რად მაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“, – აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სომ­ხე­თის სა­პატ­რი­არ­ქო­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რაა გრძელ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლებ­შიც ის სა­პატ­რი­არ­ქო­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აკ­რი­ტი­კებს. სო­მეხ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ში­რა­კის ეპარ­ქი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი მი­ქა­ელ აჯა­ფა­ხი­ა­ნი და სომ­ხე­თის ეკ­ლე­სი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ბაგ­რატ გალ­სტა­ნი­ა­ნი.

The post “ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ?“ – ნიკოლ ფაშინიანი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow