ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება – ჰეგსეთი
აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თქმით, ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება. ამის შესახებ ჰეგსეთმა სინგაპურში შანგრი-ლა დიალოგის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ჰეგსეთის შეფასებით, ჩინეთიდან მომავალი საფრთხე “რეალური და პოტენციურად გარდაუვალია”. აშშ-ს თავდაცვის მდივნის თქმით, “ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და მსოფლიოსთვის დამანგრეველ შედეგებს […]


აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თქმით, ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება. ამის შესახებ ჰეგსეთმა სინგაპურში შანგრი-ლა დიალოგის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ჰეგსეთის შეფასებით, ჩინეთიდან მომავალი საფრთხე “რეალური და პოტენციურად გარდაუვალია”. აშშ-ს თავდაცვის მდივნის თქმით, “ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და მსოფლიოსთვის დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს”.
“ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი სერიოზულად ემზადება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის”. – თქვა ჰეგსეთმა.
ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აზიელ მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.
“აზიელმა მოკავშირეებმა ევროპულ ქვეყნებს უნდა მიბაძონ. NATO-ს წევრები, გერმანიაც კი, ვალდებულებას იღებენ, რომ თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს დახარჯავენ. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ”. – თქვა ჰეგსეთმა.
წყარო: tabula.ge
What's Your Reaction?






