ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულებს შორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები არიან
60 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო. დაღუპულთა უმრავლესობა - 31 ადამიანი - პეკინის გარეუბანში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარი იყო. პეკინის მერის მოადგილის, სია ლინმაოს ხუთშაბათის განცხადების თანახმად, პეკინში ბოლო კვირის განმავლობაში 44 ადამიანი დაიღუპა, 31 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სააგენტო Reuters-ის თანახმად, მოხუცებულთა თავშესაფარში ჩარჩენილი ადამიანების შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია ორშაბათს მიაწოდეს....

What's Your Reaction?






