ჩხუბი მერიის და შსს–ს თანამშრომლებს შორის და სროლა ქუჩაში – რა მოხდა მარნეულში? – მედია
ფოტო – ტვ პირველი ტვ პირველის ცნობით, მარნეულში ჩხუბი პოლიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორან “თეთრ სახლში” დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. ადგილობრივებმა ღამის 22:00 საათზე 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მედიის ინფორმაციით, რესტორანში პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი კოლეგებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა და ჰაერშიც მათ გაისროლეს, რასაც “თეთრ სახლში” მყოფი მერიის თანამშრომლების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც […] The post ჩხუბი მერიის და შსს–ს თანამშრომლებს შორის და სროლა ქუჩაში – რა მოხდა მარნეულში? – მედია appeared first on .

ფოტო – ტვ პირველი
ტვ პირველის ცნობით, მარნეულში ჩხუბი პოლიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორან “თეთრ სახლში” დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.
ადგილობრივებმა ღამის 22:00 საათზე 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
მედიის ინფორმაციით, რესტორანში პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი კოლეგებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა და ჰაერშიც მათ გაისროლეს, რასაც “თეთრ სახლში” მყოფი მერიის თანამშრომლების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანი, სავარაუდოდ, მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახს ეკუთვნის.
“თეთრი სახლის” მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სროლის ხმის გამო ისინი გარეთ ვერ გამოდიოდნენ.
The post ჩხუბი მერიის და შსს–ს თანამშრომლებს შორის და სროლა ქუჩაში – რა მოხდა მარნეულში? – მედია appeared first on .
What's Your Reaction?






