ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

ცენტარული საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გახშირდა დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები.   " 2024 წლის #პარლამენტისარჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს", - წერია გნაცხადებაში.  ცესკო-ს ადმინისტრაციის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. " უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით.   ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, „რასაც უნდა დაიწერენ“ და ა.შ. სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს.   ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯიუტად ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის ფაქტი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვებთან ერთად მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც უწევდნენ ადმინისტრირებას და შედეგებთან მიმართებაში შემაჯამებელ ოქმს განსხვავებული აზრი ათასობით წევრიდან მხოლოდ ცხრამ დაურთო, რაც უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად ამ პარტიების დანიშნულ კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს არავითარი კითხვის ნიშანი შედეგებთან მიმართებაში არ ჰქონიათ", - აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.  მათი თქმით, ეს ყველაფერი  კი იმაზე მიუთითებს, რომ ცესკოს მიმართ მათ არა სამართლებრივი და  არგუმენტირებული, არამედ უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები აქვთ, რაც ცესკო-ს განმარტებით,  მიზანად ისახავს  საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვას, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას და დისკრედიტაციას,ასევე შედეგებთან მიმართებაში უნდობლობისა და კითხვის ნიშნების გაჩენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. "საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს რათა დააზღვიოს ყველა ის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი მიზანმიმართულად იყენებს სპეკულაციებისთვის და უზრუნველყოს საზოგადოების ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული და დროული ინფორმირება, რათა არ დავტოვოთ არცერთი კითხვა უპასუხოდ, რადგან #დეზინფორმაცია და #მანიპულაცია აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს.   სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმასპინძლა #საერთაშორისოკონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ დეზინფორმაცია, სიცრუის სისტემური ტირაჟირება და ცილისმწამებლური კამპანიები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემა – ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მტკიცე, პრინციპულ და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციებს, მათ შორის ჩვენ, გვმართებს განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, დავიცვათ საარჩევნო გარემოს რეპუტაცია და არ დავუშვათ მისი დაბინძურება პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ინფორმაციით.   ამიტომ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს", - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.  ცენტარულ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს საქმიანობას პროფესიონალიზმით, სიფრთხილითა და შეურიგებელი ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად.

ივნ. 18, 2025 - 13:57
 0
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

ცენტარული საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გახშირდა დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები.  

" 2024 წლის #პარლამენტისარჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს", - წერია გნაცხადებაში. 

ცესკო-ს ადმინისტრაციის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

" უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით.

 

ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, „რასაც უნდა დაიწერენ“ და ა.შ. სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს.

 

ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯიუტად ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის ფაქტი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვებთან ერთად მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც უწევდნენ ადმინისტრირებას და შედეგებთან მიმართებაში შემაჯამებელ ოქმს განსხვავებული აზრი ათასობით წევრიდან მხოლოდ ცხრამ დაურთო, რაც უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად ამ პარტიების დანიშნულ კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს არავითარი კითხვის ნიშანი შედეგებთან მიმართებაში არ ჰქონიათ", - აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 

მათი თქმით, ეს ყველაფერი  კი იმაზე მიუთითებს, რომ ცესკოს მიმართ მათ არა სამართლებრივი და  არგუმენტირებული, არამედ უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები აქვთ, რაც ცესკო-ს განმარტებით,  მიზანად ისახავს  საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვას, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას და დისკრედიტაციას,ასევე შედეგებთან მიმართებაში უნდობლობისა და კითხვის ნიშნების გაჩენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს რათა დააზღვიოს ყველა ის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი მიზანმიმართულად იყენებს სპეკულაციებისთვის და უზრუნველყოს საზოგადოების ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული და დროული ინფორმირება, რათა არ დავტოვოთ არცერთი კითხვა უპასუხოდ, რადგან #დეზინფორმაცია და #მანიპულაცია აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს.

 

სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმასპინძლა #საერთაშორისოკონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ დეზინფორმაცია, სიცრუის სისტემური ტირაჟირება და ცილისმწამებლური კამპანიები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემა – ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მტკიცე, პრინციპულ და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციებს, მათ შორის ჩვენ, გვმართებს განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, დავიცვათ საარჩევნო გარემოს რეპუტაცია და არ დავუშვათ მისი დაბინძურება პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ინფორმაციით.

 

ამიტომ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს", - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. 

ცენტარულ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს საქმიანობას პროფესიონალიზმით, სიფრთხილითა და შეურიგებელი ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow