“ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოება, ტერიტორია და ეკონომიკა” – ომის დასრულების გეგმა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გადასცეს – Reuters

Reuters-მა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურმა კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ვაშინგტონს შესაბამისი გეგმა სამშაბათს, 23 აპრილს, ლონდონში გამართული შეხვედრის დროს გადასცეს. Reuters-ის მიერ უცვლელად გამოქვეყნებული გეგმა 4 ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორია და ეკონომიკა. “ცეცხლის შეწყვეტა: ცაში, მიწასა და ზღვაზე სრული ცეცხლის შეწყვეტის […] The post “ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოება, ტერიტორია და ეკონომიკა” – ომის დასრულების გეგმა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გადასცეს – Reuters appeared first on .

აპრ. 25, 2025 - 19:57
 0
“ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოება, ტერიტორია და ეკონომიკა” – ომის დასრულების გეგმა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გადასცეს – Reuters

Reuters-მა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურმა კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ვაშინგტონს შესაბამისი გეგმა სამშაბათს, 23 აპრილს, ლონდონში გამართული შეხვედრის დროს გადასცეს.

Reuters-ის მიერ უცვლელად გამოქვეყნებული გეგმა 4 ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორია და ეკონომიკა.

“ცეცხლის შეწყვეტა:

ცაში, მიწასა და ზღვაზე სრული ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება;

ორივე მხარე დაუყოვნებლივ იწყებს მოლაპარაკებებს ტექნიკურ იმპლემენტაციაზე, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით. ეს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და პირობების მომზადების პარალელურად ხდება;

ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს და მხარს უჭერენ მესამე ქვეყნები;

რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი. ომის ყველა ტყვის გაცვლა (“ყველა ყველაზე” პრინციპით). რუსეთმა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლოს.

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:

უკრაინა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებისგან (მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის NATO-ში წევრობაზე კონსენსუსი არ არსებობს;

უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს;

გარანტორი ქვეყნები იქნებიან – ევროპული ქვეყნებისა და სურვილის მქონე არაევროპული ქვეყნების სპეციალური ჯგუფი. უკრაინის ტერიტორიაზე მეგობრული უცხოური ძალების განლაგებაზე, იარაღსა და ოპერაციებზე არავითარი შეზღუდვები არ იქნება;

უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ტერიტორია:

ტერიტორიული საკითხები განიხილება და მოგვარდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ;

ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის ბაზისიდან იწყება;

უკრაინა შეერთებული შტატების ჩართულობით ხელახლა იბრუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე კახოვკას კაშხალზე;

უკრაინა სარგებლობს შეუფერხებელი წვდომით დნიპროს მდინარეზე და კინბურნის ცელზე კონტროლით.

ეკონომიკა:

შეერთებული შტატები და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის / მინერალების შესახებ შეთანხმებას აღწევენ და ასრულებენ;

უკრაინა სრულად აღდგება და ფინანსურად კომპენსირდება, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს;

2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციები შესაძლოა ეტაპობრივად შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემდეგ და განახლდეს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში”, – წერია Reuters-ის მიერ მოპოვებულ გეგმაში.

The post “ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოება, ტერიტორია და ეკონომიკა” – ომის დასრულების გეგმა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გადასცეს – Reuters appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow