ცვლილება გრანტების შესახებ კანონში

უცხოური გრანტების კანონთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებას  ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომელთა ორგანიზაციები უცხოურ გრანტებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ღებულობდნენ, ქართული ოცნების დეპუტატები კანონპროექტის კრიტიკოსებს აგენტურას უწოდებენ, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში გულისხმობს, რომ უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

აპრ. 9, 2025 - 16:27
 0
ცვლილება გრანტების შესახებ კანონში

უცხოური გრანტების კანონთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებას  ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომელთა ორგანიზაციები უცხოურ გრანტებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ღებულობდნენ, ქართული ოცნების დეპუტატები კანონპროექტის კრიტიკოსებს აგენტურას უწოდებენ, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში გულისხმობს, რომ უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow