ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.

უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება.
მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.
What's Your Reaction?






