ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში 

პარლამენტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ცვლიელბებით დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გაწვევა იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, „თუ მისი ქმედება გამოიწვევს ქვეყნის ინტერესების ან იმიჯის შელახვას”. საკითხი დღს საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილეს. ცვლილებები დეპუატტებს  მინისტრის  მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა. პროექტის თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ისეთი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულებისთვის აუცილებელი იქნება. ამასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი ნორმა ემატა.

მაი. 13, 2025 - 17:27
 0
ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში 

პარლამენტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ცვლიელბებით დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გაწვევა იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, „თუ მისი ქმედება გამოიწვევს ქვეყნის ინტერესების ან იმიჯის შელახვას”.

საკითხი დღს საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილეს. ცვლილებები დეპუატტებს  მინისტრის  მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა.

პროექტის თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ისეთი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულებისთვის აუცილებელი იქნება.

ამასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი ნორმა ემატა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow