ცნობილი მსახიობი გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს ემსხვერპლა – 42 წლის ვარსკვლავს გული გაუჩერდა

ბოლივუდის მსახიობი, ინდოელი მოდელი შეფალი ჯარივალა 42 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა – მას გული გაუჩერდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი გამაახალგაზრდავებელი პრეპარატის ინიექციებია. 27 ივნისს საღამოს ჯარივალამ ინიექციები გაიკეთა, რომლებსაც ბოლო წლებში ხშირად მიმართავდა. გვიან ღამით მკვეთრად დაეცა წნევა და კრუნჩხვა განუვითარდა. ახლობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვალების დღეს ჯარივალა … ცნობილი მსახიობი გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს ემსხვერპლა – 42 წლის ვარსკვლავს გული გაუჩერდა Read More » The post ცნობილი მსახიობი გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს ემსხვერპლა – 42 წლის ვარსკვლავს გული გაუჩერდა appeared first on elNews.ge.

ივლ. 7, 2025 - 18:57
 0
ცნობილი მსახიობი გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს ემსხვერპლა – 42 წლის ვარსკვლავს გული გაუჩერდა

ბოლივუდის მსახიობი, ინდოელი მოდელი შეფალი ჯარივალა 42 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა – მას გული გაუჩერდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი გამაახალგაზრდავებელი პრეპარატის ინიექციებია.

27 ივნისს საღამოს ჯარივალამ ინიექციები გაიკეთა, რომლებსაც ბოლო წლებში ხშირად მიმართავდა. გვიან ღამით მკვეთრად დაეცა წნევა და კრუნჩხვა განუვითარდა. ახლობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვალების დღეს ჯარივალა მარხულობდა რელიგიური ცერემონიის წინ და ასევე იღებდა წამლებს ნევროლოგიური დაავადების გამო, ამ ყველაფერმა კი შესაძლოა, გააძლიერა ინიექციების ნეგატიური ზემოქმედება.

შეფალიმ პოპულარობა მოიპოვა მუსიკალური ვიდეოს Kaanta Lag-ის შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ჰიტად იქცა ინდოეთში, მერე მონაწილეობდა პოპულარულ რეალითი-შოუებში, ფილმებში და ა.შ.

The post ცნობილი მსახიობი გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს ემსხვერპლა – 42 წლის ვარსკვლავს გული გაუჩერდა appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow