„ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჩინეთიდან საქართველოში“ – Panorama Lisi Grand Hotel

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Panorama Lisi Grand Hotel-ის წარმომადგენელი მართა დარციმელია. „ITB CHINA 2025-ის გამოფენაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი ტურისტული კომპანია დაინტერესდა საქართველოთი. ჩინური ბაზარი ერთ-ერთი მზარდი და საკმაოდ დიდია, შესაბამისად ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით […]

მაი. 28, 2025 - 19:27
 0
„ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჩინეთიდან საქართველოში“ – Panorama Lisi Grand Hotel

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Panorama Lisi Grand Hotel-ის წარმომადგენელი მართა დარციმელია.
„ITB CHINA 2025-ის გამოფენაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი ტურისტული კომპანია დაინტერესდა საქართველოთი. ჩინური ბაზარი ერთ-ერთი მზარდი და საკმაოდ დიდია, შესაბამისად ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჩინეთიდან საქართველოში. შარშანაც გვყავდა ძალიან ბევრი ჩინელი სტუმარი სასტუმროში და მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი მოიხსნა ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით“-აცხადებს მართა დარციმელია.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow