ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი, ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი, ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებს შეეხებოდა საქართველოსთან […]

ივნ. 23, 2025 - 16:27
 0
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი, ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი, ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა
რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებს შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი.
„რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს, პირველ რიგში, არის ღირებულებითი კრიზისი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც უვიზო რეჟიმს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შანტაჟი უნდა დასრულდეს და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოწოდება ყველას მიმართ.
„ჩვენ ყველასთან გვაქვს სათანადო კომუნიკაცია, შანტაჟი უნდა დასრულდეს ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.
Next: ს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow