“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

სააგენტო "პარალელი" “ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა და ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: “1. მის მომხრეებში ივანიშვილის უძლეველობას წყალი უნდა შეუდგეს; 2. მისი ყველა დაპირება, რომ ამერიკასთან დაალაგებს, ტყუილი აღმოჩნდა; 3. მისი ყველა დაპირება, რომ სიმშვიდესა და სტაბილურობას (ბიძინას ენაზე მაგას დიქტატურა ჰქვია) მოუტანდა საკუთარ მომხრეებს, ტყუილი აღმოჩნდა; 4. ,,ქართული […] “ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია პარალელი

მაი. 7, 2025 - 07:27
 0
“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

სააგენტო "პარალელი"
“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა და ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს:

1. მის მომხრეებში ივანიშვილის უძლეველობას წყალი უნდა შეუდგეს;

2. მისი ყველა დაპირება, რომ ამერიკასთან დაალაგებს, ტყუილი აღმოჩნდა;

3. მისი ყველა დაპირება, რომ სიმშვიდესა და სტაბილურობას (ბიძინას ენაზე მაგას დიქტატურა ჰქვია) მოუტანდა საკუთარ მომხრეებს, ტყუილი აღმოჩნდა;

4. ,,ქართული ოცნების” იმ მომხრეებისთვის, რომლებიც ცოტა წინ იყურებიან და ვენებს არ იჭრიან ამ კაცისთვის, მაგრამ მხარს უჭერენ ამ დრომდე, რეალობა სულ უფრო სახიფათო ხდება. ფრთხილად ჩნდება შეკითხვა – იქნებ დროა, დავიწყო ფიქრი ბიძინასგან დისტანცირებაზე.

ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულადა აქვთ საქმე. ეს ხალხის ბრძოლის შედეგია. ასეთმა გამარჯვებებმა უფრო მეტი ძალა უნდა შეგვმატოს. არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს წინააღმდეგობა, მაგრამ ვიცით, რომ არ უნდა შევწყვიტოთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow