“ძალიან მარტივი დასანახია, რომ არავითარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეს ხალხი შემოდგომაზე არ აპირებს” – საბა ბრაჭველი
იურისტი, საბა ბრაჭველი: უკვე იცით, რომ 17 ივნისს, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ხუთ ორგანიზაციას განჩინებებით დაგვავალა, გავცეთ მესამე პირების განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (ვინაობები, ფოტოსურათები, მიმოწერა, სხვა ინფორმაციები), რაც ბოლო 17 თვეში ჩვენთან ინახება. იცით, რომ განჩინებებში არ იკვეთება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა იმ ნორმის საფუძველზეც, რომელიც საერთოდ არ არსებობს:) ჩვენ მოვითხოვეთ […] The post “ძალიან მარტივი დასანახია, რომ არავითარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეს ხალხი შემოდგომაზე არ აპირებს” – საბა ბრაჭველი appeared first on .

უკვე იცით, რომ 17 ივნისს, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ხუთ ორგანიზაციას განჩინებებით დაგვავალა, გავცეთ მესამე პირების განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (ვინაობები, ფოტოსურათები, მიმოწერა, სხვა ინფორმაციები), რაც ბოლო 17 თვეში ჩვენთან ინახება. იცით, რომ განჩინებებში არ იკვეთება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა იმ ნორმის საფუძველზეც, რომელიც საერთოდ არ არსებობს:)
ჩვენ მოვითხოვეთ და გუშინ მივიღეთ ბიუროს შუამდგომლობა, რომლითაც ეს ყველაფერი მოითხოვეს. ინფორმაციის გამოთხოვის პირველ საფუძვლად დასახელებულია ის, რომ ჩვენ ვატარებდით როგორც არჩევნებზე დაკვირვების, ისე – არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის ხელშემწყობ (ე.წ. Get out to vote) კამპანიებს. ანუ, ბიუროს იმპლიციტური პოზიციით, არჩევნებზე დაკვირვებაც და არჩევნებზე წასვლის პოპულარიზაციაც პოლიტიკურად საშიშ, მომეტებული ზედამხედველობის საჭიროების მქონე ქცევად არის დანახული, რომლის განმახორციელებლებსაც დამატებითი ვალდებულებები უნდა დაუწესდეთ.
შეგახსენებთ, რომ ეს ხდება კონტექსტში, სადაც რეჟიმი არ აპირებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, ბრიტანეთის საელჩოს კი არ აძლევენ სადამკვირვებლო მისიების ხელშეწყობის უფლებას. მეტიც, უკვე რამდენიმე დღეა ამას პოლიტიკური ექსტრემიზმის დაფინანსების მცდელობას უწოდებენ. ძალიან მარტივი დასანახია, რომ არავითარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეს ხალხი შემოდგომაზე არ აპირებს და, საერთოდაც, თუ დასცალდათ, ერთ მშვენიერ დღეს, ერიტრეის სტილში სრულად რომ გააუქმონ არჩევნები, დიდად არც ეგ გაგიკვირდეთ – აქეთ მიდიან.
The post “ძალიან მარტივი დასანახია, რომ არავითარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეს ხალხი შემოდგომაზე არ აპირებს” – საბა ბრაჭველი appeared first on .
What's Your Reaction?






