"ძეძვზე ჩამოკიდებული იყო 5 საათი..." - სასწაულებრივად გადარჩენილი პატარა ბიჭი

წუ­ხელ, სა­ღა­მოს, ბავ­შვი სო­ფელ ხუნ­წი­დან ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყალ­მა წა­ი­ღო. ბავ­შვს სრუ­ლი 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე ეძებ­დნენ სიბ­ნე­ლე­სა და ცხე­ნის­წყლის ღმუ­ილ­ში.სას­წა­უ­ლებრივად, ეს პა­ტა­რა ბიჭ­ი გადარჩა.კვირის პალიტრა ავრცელებს ინტერვიუს სოფელ ხუნწის წარმომადგენელთან:"რა მოხ­და წუ­ხელ სო­ფელ ხუნ­წში? ძა­ლი­ან გვი­ა­ნი ღა­მის მი­უ­ხე­და­ვად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ამ­ბავს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმ­ძაფ­რე­სი ემო­ცი­ით გა­ნიც­დი­და.- ბავ­შვზე და მის ოჯახ­ზე თავს დამ­ტყდა­რი ტრა­გე­დია იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ნი­ცა­დო. ჩვენც, მთე­ლი სო­ფე­ლი და ჩვენ­თან ერ­თად - 50 მაშ­ვე­ლი გულ­გა­პო­ბი­ლი ეძებ­და ბავ­შვს, სრუ­ლი ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მით უფრო, რომ მდი­ნა­რე ახლა ადი­დე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ად­გი­ლას ტრი­ა­ლებს წყა­ლი, სა­დაც ბავ­შვი წა­ი­ღო. სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გენ­ლად აღ­სა­წე­რია ის სი­ხა­რუ­ლი, რაც ხალ­ხმა მა­შინ გა­ნი­ცა­და, როცა ბავ­შვი ცო­ცხა­ლი ნახა. ბევ­რმა თქვა, ემო­ცი­ე­ბის­გან კი­ნა­ღამ ჩა­ვი­კე­ცე, როცა ბავ­შვი და­ვი­ნა­ხეო.- თუმ­ცა ბავ­შვის დედა, ალ­ბათ, მა­ინც ფიქ­რობ­და, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი ჰყავ­და. დე­დის ინ­ტუ­ი­ცი­ას ვე­რა­ვინ და­ა­ჯე­რებ­და, რომ პი­რი­ქით იყო.- ცხა­დია, ასეა. რო­გორც მი­თხრეს, დანი და მე­ზობ­ლის ბავ­შვი, ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი, სა­ღა­მოს უფ­რო­სე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გა­სუ­ლან სახ­ლი­დან, მდი­ნა­რე­ზე. ლა­მის წუ­თებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ, რო­გორც ვიცი, ბავ­შვე­ბი მა­შინ­ვე მო­ი­კი­თხეს და და­უ­ძა­ხეს, მაგ­რამ ხელ­ში მარ­ტო და­ნის მე­გო­ბა­რი შერ­ჩათ, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლი და შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო, წე­სი­ე­რად ვერც ათ­ქმე­ვი­ნეს, რა მოხ­და და რო­გორ მოხ­და. ბო­ლოს მა­მამ ბავ­შვი მდი­ნა­რე­ზე გა­იყ­ვა­ნა, მო­ფე­რე­ბით და დაყ­ვა­ვე­ბით აჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ბავ­შვი წყალ­მა წა­ი­ღო. ალ­ბათ, ფეხი და­უც­და მდი­ნა­რის ნა­პი­რას.იქნებ ბავშვი ყვიროდა, როცა წყალს მიჰქონდა, ამიტომ იყო მისი მეგობარი ასე დათრგუნვილი?- არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, ბავშვი იმდენად შეშინებული და დადუმებული იყო, ვერაფერს ამბობდა. მდინარეზე რომ გაიყვანეს, მაშინ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც დანი წყალმა წაიღო. ეს იყო, დაახლოებით, საღამოს 7 საათი. ამის შემდეგ ბავშვის ოჯახმა, სოფელმა და მთელი რეგიონის მაშველებმა დაიწყეს ძებნა. რამდენიმე ათეული მაშველი ეძებდა. სოფელი, თავისთავად ეძებდა, თითქმის ყველა მცხოვრები, ვისაც კი სიარული შეეძლო.სიბნელეში ჩანდა, რომ მაშველები მდინარის ორივე ნაპირზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და ასე ეძებდნენ.ბოლოს ისევ ხუნწის მცხოვრებმა იპოვა, წყალში ჩავარდნის ადგილიდან, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრის დაშორებით - სოფელ ხუნწიდან სამი სოფლის იქით, სოფელ ლეხაინდრაოსთან. იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის და იქ იყო... ძეძვზე ჩამოკიდებული.- წარმომიდგენია, ბავშვის პოვნა რამხელა შოკი იქნებოდა მპოვნელისთვისაც, ოჯახისთვისაც, მთელი სოფლისთვის და მაშველებისთვისაც.- აბა, რა. ეს იყო სიხარულის შოკი, რომელიც თავიდან ვერც ცნობიერდება. ბევრმა თქვა, როდესაც დანი ცოცხალი დავინახეთ, მუხლები მოგვეკვეთაო - ხალხი ტიროდა სიხარულით" - ნათქვამია ინტერვიუში.

ივნ. 11, 2025 - 21:57
 0
"ძეძვზე ჩამოკიდებული იყო 5 საათი..." - სასწაულებრივად გადარჩენილი პატარა ბიჭი
წუ­ხელ, სა­ღა­მოს, ბავ­შვი სო­ფელ ხუნ­წი­დან ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყალ­მა წა­ი­ღო.

ბავ­შვს სრუ­ლი 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე ეძებ­დნენ სიბ­ნე­ლე­სა და ცხე­ნის­წყლის ღმუ­ილ­ში.

სას­წა­უ­ლებრივად, ეს პა­ტა­რა ბიჭ­ი გადარჩა.

კვირის პალიტრა ავრცელებს ინტერვიუს სოფელ ხუნწის წარმომადგენელთან:

"რა მოხ­და წუ­ხელ სო­ფელ ხუნ­წში? ძა­ლი­ან გვი­ა­ნი ღა­მის მი­უ­ხე­და­ვად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ამ­ბავს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმ­ძაფ­რე­სი ემო­ცი­ით გა­ნიც­დი­და.

- ბავ­შვზე და მის ოჯახ­ზე თავს დამ­ტყდა­რი ტრა­გე­დია იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ნი­ცა­დო. ჩვენც, მთე­ლი სო­ფე­ლი და ჩვენ­თან ერ­თად - 50 მაშ­ვე­ლი გულ­გა­პო­ბი­ლი ეძებ­და ბავ­შვს, სრუ­ლი ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მით უფრო, რომ მდი­ნა­რე ახლა ადი­დე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ად­გი­ლას ტრი­ა­ლებს წყა­ლი, სა­დაც ბავ­შვი წა­ი­ღო. სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გენ­ლად აღ­სა­წე­რია ის სი­ხა­რუ­ლი, რაც ხალ­ხმა მა­შინ გა­ნი­ცა­და, როცა ბავ­შვი ცო­ცხა­ლი ნახა. ბევ­რმა თქვა, ემო­ცი­ე­ბის­გან კი­ნა­ღამ ჩა­ვი­კე­ცე, როცა ბავ­შვი და­ვი­ნა­ხეო.

- თუმ­ცა ბავ­შვის დედა, ალ­ბათ, მა­ინც ფიქ­რობ­და, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი ჰყავ­და. დე­დის ინ­ტუ­ი­ცი­ას ვე­რა­ვინ და­ა­ჯე­რებ­და, რომ პი­რი­ქით იყო.

- ცხა­დია, ასეა. რო­გორც მი­თხრეს, დანი და მე­ზობ­ლის ბავ­შვი, ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი, სა­ღა­მოს უფ­რო­სე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გა­სუ­ლან სახ­ლი­დან, მდი­ნა­რე­ზე. ლა­მის წუ­თებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ, რო­გორც ვიცი, ბავ­შვე­ბი მა­შინ­ვე მო­ი­კი­თხეს და და­უ­ძა­ხეს, მაგ­რამ ხელ­ში მარ­ტო და­ნის მე­გო­ბა­რი შერ­ჩათ, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლი და შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო, წე­სი­ე­რად ვერც ათ­ქმე­ვი­ნეს, რა მოხ­და და რო­გორ მოხ­და. ბო­ლოს მა­მამ ბავ­შვი მდი­ნა­რე­ზე გა­იყ­ვა­ნა, მო­ფე­რე­ბით და დაყ­ვა­ვე­ბით აჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ბავ­შვი წყალ­მა წა­ი­ღო. ალ­ბათ, ფეხი და­უც­და მდი­ნა­რის ნა­პი­რას.

იქნებ ბავშვი ყვიროდა, როცა წყალს მიჰქონდა, ამიტომ იყო მისი მეგობარი ასე დათრგუნვილი?

- არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, ბავშვი იმდენად შეშინებული და დადუმებული იყო, ვერაფერს ამბობდა. მდინარეზე რომ გაიყვანეს, მაშინ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც დანი წყალმა წაიღო. ეს იყო, დაახლოებით, საღამოს 7 საათი. ამის შემდეგ ბავშვის ოჯახმა, სოფელმა და მთელი რეგიონის მაშველებმა დაიწყეს ძებნა. რამდენიმე ათეული მაშველი ეძებდა. სოფელი, თავისთავად ეძებდა, თითქმის ყველა მცხოვრები, ვისაც კი სიარული შეეძლო.

სიბნელეში ჩანდა, რომ მაშველები მდინარის ორივე ნაპირზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და ასე ეძებდნენ.

ბოლოს ისევ ხუნწის მცხოვრებმა იპოვა, წყალში ჩავარდნის ადგილიდან, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრის დაშორებით - სოფელ ხუნწიდან სამი სოფლის იქით, სოფელ ლეხაინდრაოსთან. იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის და იქ იყო... ძეძვზე ჩამოკიდებული.

- წარმომიდგენია, ბავშვის პოვნა რამხელა შოკი იქნებოდა მპოვნელისთვისაც, ოჯახისთვისაც, მთელი სოფლისთვის და მაშველებისთვისაც.

- აბა, რა. ეს იყო სიხარულის შოკი, რომელიც თავიდან ვერც ცნობიერდება. ბევრმა თქვა, როდესაც დანი ცოცხალი დავინახეთ, მუხლები მოგვეკვეთაო - ხალხი ტიროდა სიხარულით" - ნათქვამია ინტერვიუში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow