“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე
სააგენტო "პარალელი" “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე “ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19 წლის სტუდენტებს, ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს, სასამართლომ, სასჯელის ზომად, 12-12 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, იყო პროტესტიც. საპატიმროდან, თავიანთ თანამებეძოლებს, საზოგადოებას ემოციური წერილით მიმართეს პატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდებმა და მინიშნებაც გააკეთეს მმართველი პარტიის მიმართაც: “საქართველოში, 19 წლის სტუდენტი გოგოს დაკავება, “ძირს რუსეთის […] “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე
“ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19 წლის სტუდენტებს, ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს, სასამართლომ, სასჯელის ზომად, 12-12 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, იყო პროტესტიც.
საპატიმროდან, თავიანთ თანამებეძოლებს, საზოგადოებას ემოციური წერილით მიმართეს პატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდებმა და მინიშნებაც გააკეთეს მმართველი პარტიის მიმართაც:
“საქართველოში, 19 წლის სტუდენტი გოგოს დაკავება, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის” ყვირილის გამო, არის კატასტროფა!
ჩვენ არც შეგვეშინდება, ვერც შეგვაშინებთ, ვერც გაგვაჩერებთ!
აჯანყდით!
გაბრაზდით!
ბრძოლა ბოლომდე!
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“, – წერს ლიკა ლორთქიფანიძე.
“მომიყვნენ, რა მაგრებიც ხართ. იმიტომ არ მეშინოდა დაჭერის, რომ ვიცი, მე თუ დამიჭერდნენ თქვენ არ გაჩერდებით
მადლობა სოლიდარობისთვის
მალე გავა დრო, მე კარგად დავისვენებ და მერე იდარდონ ქოცებმა, აქამდე რა უჭირდათ.
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია
დურა ლაშხი ჩაანაცვლებს მალე ყველა ტყვეს“, – წერს თათია აფრიამაშვილი.
“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე
პარალელი
What's Your Reaction?






