ძლიერმა წვიმამ საჩხერის სოფლებში ინფრასტუქტურული პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. გუშინ გვიან ღამით, ჭალოვანსა და ხვანში ღვარცოფულმა მოვლენებმა ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის პარალიზება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ფიცხავამ სოფელ ჭალოვანში დააზიანა 1 კმ-მდე ცენტრალური გზა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირი. ასევე სანიაღვრე, ნაპირსამაგრი ნაგებობები და გაბიონები. სტიქიის ადგილზე დილიდან მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა […]


ძლიერმა წვიმამ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.
გუშინ გვიან ღამით, ჭალოვანსა და ხვანში ღვარცოფულმა მოვლენებმა ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის პარალიზება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ფიცხავამ სოფელ ჭალოვანში დააზიანა 1 კმ-მდე ცენტრალური გზა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირი. ასევე სანიაღვრე, ნაპირსამაგრი ნაგებობები და გაბიონები.
სტიქიის ადგილზე დილიდან მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დაზიანებული ხიდის მიმდებარედ მოეწყო შემოვლითი გზა.
What's Your Reaction?






