წარმატება ჭიდაობაში - 3 ნახევარფინალი 5 წონითი კატეგორიიდან!

ქართველი მოჭიდავეების შესანიშნავი ასპარეზობა

აპრ. 7, 2025 - 19:57
 0
წარმატება ჭიდაობაში - 3 ნახევარფინალი 5 წონითი კატეგორიიდან!
გოგა ოთინაშვილმა (65 კგ), აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ბრატისლავაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე დილის პროგრამა დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ოთინაშვილის მეტოქე ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი იბრაგიმოვი იქნებება. ქემერტელიძე სომეხ ანდრეასიანს დაუპირისპირდება, მაჭარაშვილი - უნგრელ ვეგს.

ცნობისთვის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow