წარმოუდგენელი ციფრებია - რა თანხა მიიღო მამუკა ჯუღელმა ხვიჩას ტრანსფერის გამო

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერით სერიოზული საკომისიო მიიღო...

ივნ. 4, 2025 - 14:57
 0
წარმოუდგენელი ციფრებია - რა თანხა მიიღო მამუკა ჯუღელმა ხვიჩას ტრანსფერის გამო
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერით სერიოზული საკომისიო მიიღო.

უფრო კონკრეტულად, ნაპოლის მხარდამჭერი რადიო CRC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ, განაცხადა, რომ 70 მილიონიდან (ტრანსფერის თანხა) მამუკა ჯუღელმა საკომისიოს სახით 10 მილიონი მიიღო.

შეგახსენებთ, ხვიჩამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და პირველივე სეზონი კლუბში ფანტასტიკური ჰქონდა, რის გამოც მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow