“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი" “წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ტელეკომპანია ,,მთავარ არხთან” დაკავშირებით: “მთავარი არხი” გაქრა. ვერ გადაარჩინეს… შედეგი დამაფიქრებელი და მძიმეა: მძლავრი კრიტიკული პლატფორმა გაჩერდა… და თან ასეთ დროს! “ლიტერატურული სამკუთხედი” ამ არხის ნაწილი იყო მისი დაარსებისთანავე და არ მახსოვს შემთხვევა, როგორმე ან რაიმე ფორმით შეზღუდულიყო ჩვენი სიტყვის და ან კი ზოგადი […] “წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე ნინი ხიჯაკაძე

აპრ. 29, 2025 - 02:57
 0
“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი"
“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ტელეკომპანია ,,მთავარ არხთან” დაკავშირებით:

მთავარი არხი” გაქრა. ვერ გადაარჩინეს… შედეგი დამაფიქრებელი და მძიმეა: მძლავრი კრიტიკული პლატფორმა გაჩერდა… და თან ასეთ დროს! “ლიტერატურული სამკუთხედი” ამ არხის ნაწილი იყო მისი დაარსებისთანავე და არ მახსოვს შემთხვევა, როგორმე ან რაიმე ფორმით შეზღუდულიყო ჩვენი სიტყვის და ან კი ზოგადი თავისუფლება – ეს იყო ერთიანი, კრიტიკული და თავისუფალი პლატფორმა ჩვენთვის და ჩვენი სტუმრებისთვის.

ეს არის საშიში სიგნალი სხვებისთვისაც, რადგან შეიძლება იგივე დაემართოთ დარჩენილ კრიტიკულ ტელეკომპანიებს, მერე კი ვეღარც “ქოცი” იპოვის სამართალს, როცა მას სისტემა დაჩაგრავს – არავინ იქნება, ვინც მის ამბავს და პრობლემას გააცხადებს და ამხელს.

არადა პრობლემები ივანიშვილის ბანდას უფრო აქვს ახლა, ვიდრე ვინმე სხვას და მათი პრობლემებიც კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება!

დღეს, როგორც არასდროს, წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”. მაგრამ აღარ არის… ამიტომ ჩვენი ზოგადი “ეთიკის” და ფეისბუქის ტრადიციისამებრ მოკლედ და მრავლისმთქმელი უთქმელობით უნდა ვთქვათ: “წარმატებები” ან “ხსოვნა იყოს”, იქვე გულით, ან ცრემლიანი სახით, რადგან სხვა რამის თქმას აზრიც არ აქვს, როგორც ჩანს…”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow