წინასააღდგომო სამზადისი და კვერცხის ხარისხი ბაზარზე – რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა პროდუქტის ხარისხის შესახებ და როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს. უწყება საწყობებსა და სარეალიზაციო დახლებზე განთავსებული პროდუქციის ვადებს, შენახვის პირობებსა და ხარისხს ამოწმებს, ხოლო საკვებად უვარგისი კვერცხის რეალიზაციიდან მოხსნას ითხოვს. სეს-მა უკვე 30-ზე მეტი მწარმოებელი შეამოწმა. გამოვლინდა მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები. სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, უვნებელი პროდუქტის ამოცნობის მექანიზმები აქვს მომხმარებელსაც. ფერმაში წარმოებულ ყველა კვერცხს აუცილებლად […]


აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს. უწყება საწყობებსა და სარეალიზაციო დახლებზე განთავსებული პროდუქციის ვადებს, შენახვის პირობებსა და ხარისხს ამოწმებს, ხოლო საკვებად უვარგისი კვერცხის რეალიზაციიდან მოხსნას ითხოვს.
სეს-მა უკვე 30-ზე მეტი მწარმოებელი შეამოწმა. გამოვლინდა მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები. სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, უვნებელი პროდუქტის ამოცნობის მექანიზმები აქვს მომხმარებელსაც.
ფერმაში წარმოებულ ყველა კვერცხს აუცილებლად აწერია ვადა, რომელსაც, პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება, ე.წ. სოფლის კვერცხის შემთხვევაში კი, არსებობს ახალი პროდუქტის ამოცნობის წესები.
უვნებლობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია შეძენიდან გამოყენებამდეც.
სააღდგომოდ კარგად მოხარშული კვერცხის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს ერთი კვირისა, თუმცა მნიშვნელოვანია, არ იყოს დარღვეული ნაჭუჭის მთლიანობა და ის უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის რისკი ინტოქსიკაციებისა.
სწორედ ამიტომ, დღესასწაულის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება კლინიკებში მიმართვიანობა, როგორც მოწამვლით, ასევე ალერგიული რეაქციებით, რადგან კვერცხი მნიშვნელოვანი ალერგენია.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სადღესასწაულო კვერცხი შევღებოთ ბუნებრივი საღებავებით და არ გამოვიყენოთ გაურკვეველი წარმომავლობის გამაფერადებლები, რომლებიც, შესაძლოა, ქიმიურად იყოს დაბინძურებული.
იმისთვის, რომ აღდგომა დარჩეს მართლაც დღესასწაულად და კვებითი ინტოქსიკაციის გამო არ გავიფუჭოთ განწყობა, მნიშვნელოვანია, დავიცვათ სპეციალისტების რჩევები ამ დღესასწაულის მთავარ სიმბოლოსთან მიმართებით.
წყარო: rustavi2.ge
What's Your Reaction?






