"წლებია ვიცნობ და მერაბი ყოველთვის ამას მეუბნებოდა" - ნინა დრამას განცხადება
ცნობილი სპორტსმენი და მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარი, ნინა დარმა, ამ დღეებში საქართველოში იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ვიზიტმა...

„საქართველოში ვართ! მადლობა, მერაბ, შენი ულამაზესი ქვეყნის გაცნობის შანსისთვის!“ – ამ სიტყვებით იწყება ნინას პოსტი, სადაც ის არამარტო ბუნებრივ სილამაზეს, არამედ ქართველი ხალხის სითბოსა და გულღიაობას უსვამს ხაზს.
მისი თქმით, საქართველოში ყოფნისას ისეთი სიყვარული და ყურადღება მიიღო, რაც მანამდე არსად უგრძვნია:
„ქართველი ხალხი ყველაზე თბილია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მსგავსი მასპინძლობა ჯერ არ მინახავს — ეს იყო ნამდვილი სიხარული და ემოცია.“
ნინა და მერაბი ერთმანეთს წლებია იცნობენ და როგორც თავად აღნიშნავს, მერაბი მას ხშირად უყვებოდა თავისი სამშობლოს შესახებ.
„ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად გესტუმრებოდით. აი, ის დღეც დადგა – და ეს მომენტი მთელი ცხოვრება ჩემს მეხსიერებაში დარჩება,“ – წერს ის.
მისი ემოციური მიმართვა დასრულდა მადლიერებით სავსე სიტყვებით:
„სამჯერ მადლობა! მადლიერი ვარ, რომ მყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შენ ხარ, და ბედნიერი ვარ, რომ ქართველებმა ასე გულღიად მიმიღეს.“
ნინა დარმას ვიზიტმა არა მხოლოდ მეგობრული კავშირები გაამყარა, არამედ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად ღირებული და დასამახსოვრებელია ქართული სტუმართმოყვარეობა საერთაშორისო სტუმრებისთვის.
What's Your Reaction?






