ჭიათურაში შიმშილობა 19 ივნისიდან განახლდება
ჭიათურაში 19 ივნისიდან შიმშილობა განახლდება, – ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა. „ერთ თვიანი პაუზა გვქონდა. დაპირება იყო, რომ დაკავებულები 19 ივნისს გამოვიდოდნენ ციხიდან. ჩვენც შევწყვიტეთ შიმშილობა, ხელი არ შეგვიშლია არც მუშაობისთვის და არც მანგანუმის გატანისთვის. თუმცა სასამართლო პროცესი წინასწარ, 12 ივნისს ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი მოლოდინი გვქონდა, ბიჭები ციხეში დატოვეს. […] The post ჭიათურაში შიმშილობა 19 ივნისიდან განახლდება appeared first on .

ჭიათურაში 19 ივნისიდან შიმშილობა განახლდება, – ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.
„ერთ თვიანი პაუზა გვქონდა. დაპირება იყო, რომ დაკავებულები 19 ივნისს გამოვიდოდნენ ციხიდან. ჩვენც შევწყვიტეთ შიმშილობა, ხელი არ შეგვიშლია არც მუშაობისთვის და არც მანგანუმის გატანისთვის. თუმცა სასამართლო პროცესი წინასწარ, 12 ივნისს ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი მოლოდინი გვქონდა, ბიჭები ციხეში დატოვეს. პროცესი 17 ივლისამდე გადაიდო. გვპირდებოდნენ, რომ ეს მარტივი პროცესი იქნებოდა და დაკავებულებს ერთი დღითაც არ გააჩერებდნენ, მით უმეტეს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ“, – აცხადებს მიქაცაძე.
მაღაროელის თქმით, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რამდენი ადამიანი დაიწყებს შიმშილობას, რადგან ვინც აქამდე შიმშილობდა, ისინი ვერ გააგრძელებენ პროცესს. თუმცა მიქაცაძე დარწმუნებულია, რომ ვინც ვერ მოახერხებს შიმშილს, ისინი სხვა ფორმით გააპროტესტებენ.
„19 ივნისიდან სიმბოლურად ვაახლებთ შიმშილს. ვისაც სურვილი ექნება და ჯანმრთელობა მისცემს საშუალებას, ის იშიმშილებს. თუ ჩვენი მოთხოვნები კვლავ არ დაკმაყოფილდება, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ ბიჭებს არ გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მათი მთავარი მიზანი უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებაა. ის დასძენს, რომ ამ დრომდე კომპანია ან სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. შესაბამისად, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, ჭიათურელები პროტესტის უკიდურეს ფორმას გააგრძელებენ.(ბიემჯი)
The post ჭიათურაში შიმშილობა 19 ივნისიდან განახლდება appeared first on .
What's Your Reaction?






