ჭორები დასრულებულია - ვიქტორ ოსიმენის ახალი გუნდი ცნობილია

ნაპოლის ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი ძალიან ახლოს არის კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლასთან – ნიგერიელი თავდამსხმელი, დიდი ალბათობით...

ივლ. 19, 2025 - 13:27
 0
ჭორები დასრულებულია - ვიქტორ ოსიმენის ახალი გუნდი ცნობილია
ნაპოლის ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი ძალიან ახლოს არის კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლასთან – ნიგერიელი თავდამსხმელი, დიდი ალბათობით, თურქული გრანდის, გალათასარაის მაისურს მოირგებს.

ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. მისი ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მხარეებმა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უკვე შეათანხმეს. გარიგების ფარგლებში, ოსიმენის ტრანსფერი „გალათასარაის“ 75 მილიონი ევრო დაუჯდება.

შემტევმა ფეხბურთელმა სტამბულურ კლუბთან შეთანხმების შედეგად კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ოსიმენი წელიწადში 18 მილიონ ევროს მიიღებს, რაც თურქულ ფეხბურთში ანაზღაურების ერთ-ერთ უმსხვილეს მაგალითს წარმოადგენს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პირობა, რომელიც ხელშეკრულებაში ჩაიწერა – მომდევნო ორი წლის განმავლობაში „გალათასარაის“ ეკრძალება ფეხბურთელის გაყიდვა რომელიმე იტალიურ კლუბზე, რაც შესაძლოა ნაპოლის მოთხოვნა იყოს, რათა კონკურენტების გაძლიერება თავიდან აირიდოს.

შეგახსენებთ, ბოლო სეზონში ნიგერიელი ფორვარდი სწორედ გალათასარაის მაისურით ასპარეზობდა იჯარის წესით და როგორც ჩანს, თურქულმა კლუბმა მისი გამოსყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow