ხაზარაძე: ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი

ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით. ხაზარაძე აცხადებს, რომ ანწუხელიძის შეურაცხყოფით, “რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა”. ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! […] The post ხაზარაძე: ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი appeared first on .

აპრ. 12, 2025 - 13:57
 0
ხაზარაძე: ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი

ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ანწუხელიძის შეურაცხყოფით, “რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა”.

ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის!
ასე იქცევიან დღეს რუსეთის მონობაში მყოფი ივანიშვილი და მისი ხელქვეითები – მოღალატეობრივად ცდილობენ კრემლის კარზე დაბრუნებას და ქართველი ხალხისთვის ღირსების აყრას!
ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ყველა გზა მოიჭრა ქართველ ხალხთან მისასვლელად!
ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი! ხალხი გმირების შეურაცხყოფას არ პატიობს!
ის რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, ის რაზეც დგას ეროვნული იდეა და საქართველოს დამოუკიდებლობა, ხელშეუხებელია!” – წერს ხაზარაძე.

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.

The post ხაზარაძე: ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow